
არ დამიწყოთ ახლა, ქოცური და ნაცური ზახოდები.
ჩემზე მეტი მოწინააღმდეგე ავტოკრატიის და დიქტატურის ვერ იქნებით აქ ბევრი, – ვერც სიტყვით, და ვერც საქმით.
მაგრამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება სხვა გზებითაც.
თუ რა თქმა უნდა რაღაც მამაძაღლობა არ გაქვს ჩაფიქრებული.
ომს და აგრესიას გამართლება არა აქვს, თუკი ეს ომი თავდაცვითი არ არის, და თუ საკუთარ ქვეყანას არ იცავ,
ვიმეორებ, –
თუ ომი თავდაცვითია, და აგრესორს უწევ წინააღმდეგობას, მხოლოდ მაშინ აქვს გამართლება შენს მიერ შენი მტრის დაქცეულ სისხლს.
სხვა შემთხვევაში პირდაპირ მკვლელი ხარ.
2000 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა უკვე ირანში,
მშვიდობიანი მოქალაქე, დიახ,
საპასუხო დარტყმებისგან რამდენიმე ათეული დაიღუპა ისრაელში, ემირატებში, საუდის არაბეთში, კატარში.
და აგერ, ამერიკის მოკავშირეს, ქუვეითს, ამერიკელების სამი ავიაგამანადგურებელი ჩამოუგდიათ შეცდომით.
ისრაელის და ამერიკული შეიარაღება აქვს ქუვეითს, და მათ მიერ მომზადებული სპეციალისტები ჰყავთ.
და რა წერტილოვან დარტყმებზეა აქ საუბარი?
საკუთარს სხვისგან თუ ვერ ანსხვავებენ, ესენი საბავშვო ბაღს გაარჩევენ სამხედრო შტაბისგან?
ამის შესახებ ვსაუბრობდი სწორედ რამდენიმე დღის წინ, მეთქი, ამერიკულ ბომბების ჩამოყრას ირანში გამართლება არა აქვს, თუკი ამას ერთი მშვიდობიანი მოსახლე მაინც შეეწერება მეთქი.
და ერთი კი არა, ასეულობით არის მსხვერპლი, და ეს კიდევ გრძელდება.
და იქნებ მართლაც ჰგონია ვინმეს, რომ ეს ყველაფერი ირანელი ხალხის უფლებების დაცვის გამო კეთდება, და მხოლოდ აიათოლას ლიკვიდაცია იყო მიზანი?
რამ დააბრმავა ეს ხალხი არ ვიცი.
რა გიხარიათ, ბლიად.
არანაირი განსხვავება არაა ქოცგამოქლიავებულს, და ნაცდასირებულს შორის, თუ ერთიც და მეორეც ბინძურ პრიომებს უკრავთ ტაშს.
თუ გგონიათ , ამერიკა აიათოლას მერე სოლოლაკის შუშის სასახლეს დაარტყამს?.
აბა, ხო, ელოდეთ.
აგერ, წიკითხეთ ეს,
და გაიგეთ რა არის სინამდვილეში ამერიკელების მიზანი,
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)