You are currently viewing ამ გოგომ რა დააშავა, თორე

ამ გოგომ რა დააშავა, თორე

დღეს, ამ გოგოს, ტროტუარზე დგომისთვის ციხე მიუსაჯეს.
აი, უბრალოდ იდგა.
და ხანდახან, წამიერად, მართლაც ვფიქრობ, რა დროის სტურუას მიერ გაბახებული “ვეფხისტყაოსანია”, როცა თავზე მთელ ქვეყანას გვახნავენ – უაზრო კანონებით, შიმშილობით, უწამლობით, უსახლკარობით.
მაგრამ ის მახსენდება,
100000 კაცი რო იდგა ქუჩაში , და ერთხელ კი არა, რამდენჯერმე,
და იმ 100000 კაცმა ხორუმის საცეკვაოდ და კილომეტრიანი სუფრებისთვის რომ მოიცალა,
არა, ხომ იყვნენ მაშინაც პოლიტპატიმრებიც, ნაცემი და დასახიჩრებული ხალხიც, და უწამლოდ დარჩენილი ბავშვებიც და ბევრი სხვა უბედურებაც რომ ჭირდათ, ხო იცოდნენ,
მაგრამ არც არაფერი გააკეთეს,
და ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რომ იმ ხალხიდან უმრავლესობას ის კაცი ახსოვდა, ვისი სახელობის გამზირზეც ხორუმს ტაშს უკრავდნენ, და ხინკალს ხარშავდნენ,
თორემ მიხვდებოდნენ, 100000 კაცის რამდენჯერმე ქუჩაში უტრაკო ყარაჩოხელობას ერთხელ გადაედოთ თავი, – სჯობდა,
ერთხელ და მორჩა.
მაგრამ არ ახსოვდათ და არც ახსოვთ ახლაც,
და წელიწადზე მეტია, ისევ ქლიბი პარტიების ჭკუით რომ დადიან, ამიტომაც ასეთ უაზრო სიარულს, ერთი ისეთი წერილი დავწერო მირჩევნია, რობინზონა სტურუას მაიმუნობას რო ულაწუნებს.
იქნებ იმ გოგობიჭებმა მაინც, – არსაიდან რო იციან უცებ გამოჩენა და საქმის კეთება, – წაიკითხონ, და გაიგონ რასაც ეუბნებათ რუსთაველი.
არა, მართლა,
100 000 კაცი გყავდეს ქუჩაში და ვერაფერი გამოადნო, კი ხარ მართლაც ფეხებით ჩამოსაკიდებელი.
ამ გოგომ და მისნაირებმა რა დააშავეს თორე.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა