You are currently viewing აქა ჰამბავი ყურის ახევაზე, და ასახევზე

აქა ჰამბავი ყურის ახევაზე, და ასახევზე

გახსოვთ, ხო, ეგ მომენტი, ყურზე რო წვდა ილარიონი იმ ბიჭს, ეგ წერილი ვინ მოგცაო,
ვერ გეტყვიო, მომკლავსო.- ბიჭმა.
გინდა იმას მოუკლიხარ, გინდა მეო, -ილარიონმაც.
კაი, ხო, გუშინ მეც გავიღადავე იმ შვიდთვიან გენერალზე ფოსტალიონადაც რომ ვერ ივარგა,
მერე გამიტყდა და ავიღე,
ვიღაცის ხელისბიჭზე რო ვლაპარაკობ, იმის მაგივრად, იმაზე რო ვთქვა რაიმე, ვინც სამ მანეთად ყიდულობს ფოსტალიონებსაც და ქვეყანასაც.
და საერთოდ, ტეხავს, ხო,
რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ბოლო 30 წელია თამაშის წესებს კანონი კი არ აწესებს, არამედ ხან ერთი მედროვე, და ხან მეორე.
ტეხავს, 30 წელი რომ ვერაფერი მოვუხერხეთ იმ სისტემას, ნებისმიერ პოლიტაფერისტს რომ შეუძლია კოსტუმივით მოირგოს მხრებზე, და ქვეყანა საკუთარ ბოსტნად გადააქციოს,
სადაც, ვისაც უნდა დათესავს ქინძად, და ვისაც უნდა ამოთხრის,
ტეხავს, 30 წელი რომ ვეღარ მივხვდით, რომ ხელისუფლებები კი არ უნდა ვცვალოთ, არამედ ის სისტემა, რომლითაც მოდიან მმართველობაში მექინძეები.
და შედეგად, 30 წელი, გავიდა, 30 წელი, მთელი ცხოვრება,
და ხან ერთი გვასვრის თავზე, ხან მეორე.
არ ტეხავს?
საცოდავი სანახაობა იყო მართლაც,
ლამის მთელი ერი, ბედნიერი იყო იმით, რომ გულის მოფხანვის საშუალება მიეცა.
და არა მხოლოდ გულისფხანვის საშუალება, არამედ იმის იმედიც, რომ მამამარჩენალი ერთხელაც კიდევ ვიღაც სხვა ფოსტალიონ ბიჭს აახევს ყურებს, და მერე რომ გამოელევა სხვისი ყურები, საკუთარს აიხევს.
ხო, პური თუ არა, სანახაობა მაინც რომ გვქონდეს.
არაა საცოდაობა?
თუ არაა, და ვუთხრათ მაშინ მადლობაც, ბატონ ბიძინის.
და რო წავა ისევ სანადიროდ, არ გამოგვაპაროს.
.

გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა