
კიდევ ერთი კარგი ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა.
და ვინც ჩემი წიგნის წარდგენაზე იყავით, ამ სამიოდე თვის წინ, იმათ მინდა გკითხოთ,
და ბარემ, იმათაც გკითხავთ, ვინც არ იყავით, მაგრამ ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი რომელიმე ჩემი ლექსადწყობილისთვის ამ სივრცეში.
ხო, კიდევ ერთი ლიტერატურული კონკურსი იწყება, მეთქი.
და ვფიქრობ, ჯერ.
რა ვქნა, – გავუშვა ჩემი ლექსების კრებული?
აი, ის, წიგნი, ხო, ” ვინც არ არის დამალული”.
რავი, თქვენ თუ წაიკითხეთ ამ წიგნის 400 გვერდი, წაიკითხონ იმათაც.
პრემიაც არის კარგი, ხო, – 6378 ლარი.
არ ვხუმრობ,- ზუსტად 6378 ლარი.
მე არა ვარ უარზე, იყოს ზუსტად 6378 ლარი.
და ჩემს ვარაუდებში, გავანაწილე ეს ფული კიდეც.
5000 ლარს, – ვინც ავადაა, ვისაც შია და წყურია, და სახლიც არა აქვთ, და ქირით არიან და ჭირდებათ, იმათ გავუნაწილებ.
მართლა ასე ვიზამ, – აგერ, საჯაროდ ვაცხადებ.
მე შენ გეტყვი და ვერ ვნახავ ახლა ავადმყოფებს, მშიერებს და უსახლკაროებს?
1000 ლარით კი, სადმე რომელიმე საპურმარილოში სუფრას გავშლი, კაი ხალხისთვის, – ეკუთვნით.
ვის ეკუთვნის, და რატომაც ეკუთვნის, ვიტყვი მერე.
დარჩენილი 378 ლარით, რას ვიზამ და,..
ფარნავაზი ხო გახსოვთ, სანადიროდ რო წავიდა,
და გამოქვაბულში განძი რო იპოვა, და მერე ქუჯის რო მიაკითხა, და მერე რაც მოხდა, კი იცით.
არა, ჩემი ფარნავაზობა რაღა დროისაა,
მაგრამ განძი სადაცაა კი ვიცი.
ხოდა, მეც იმ დარჩენილ 378 ლარში ორლულიანი თოფი არ მომივა, მაგრამ ანკესს ხო ვიყიდი?.
და წავალ ბაზალეთის ტბაზე ,
და ოქროს თევზს იქ რა უნდა, მაგრამ იქნებ, ანკესს, ბაზალეთის ფსკერზე რო არის, ის ოქროს აკვანი ამოყვეს.
აი, ის აკვანი, შიგ, რო ერთ ბაიყუშს ძინავს.
და იქნებ გავაღვიძო.
რატო და პროექტს ვიწყებთ, ახალს, და იმ პროექტში მაინც მიიღოს მონაწილეობა იმ ჩემის ძილისგუდამ,
და გამზეჭაბუკება და გაფარნავაზებაც მოისურვოს.
მერე ქუჯიც გამოჩნდება, მერე სხვებიც, და მერე მთელი სოფელი და მთელი ქალაქი ჩვენ ვიქნებით.
ხოდა, გეკითხებით,
რა ვუყო მეთქი, ამ წიგნს?
წავიდეს, კონკურსზე, სცადოს ბედი?
რავი, სულ არ ველოდი, და გასულ წელს, ერთ კონკურსში სულ რაღაც ერთი ფურცელი გავაგზავნე, და კი გაიმარჯვა, და..
აქ კიდე, მთელი წიგნია,
და იქნებ, ახლაც, გვიყურებს ზემოდან, ღმერთი.
ჰა?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)