
ვხედავ, ხალხი გარტყმაში არაა, თუ როგორ უნდა ” წაიკითხო” სცენაზე გამოტანილი მეტაფორები და ალეგორიები, და შესაბამისად ვერც ხვდება, თუ როგორ დასცინა სტურუამ “ვეფხისტყაოსანს”, და დასცინა მთელ ერს.
არა, კი გრძნობს მაყურებელი, რომ რაღაც ისე არ არის, მაგრამ რა ხერხებით გადაასვარეს თავზე, – ამას ვერ ხვდება.
სპექტაკლში მიზანსცენების და პერსონაჟების ხაზგასმულ კომიკურობაზე და ვულგარულობაზე აღარაფერს ვიტყვი,
ეგ მხოლოდ გარეგანი მხარეა.
ბებერ მარაზმატიკს გათვლა სწორედ იმაზე ქონდა, რო აღარავის არ ახსოვდა “ვეფხისტყაოსანის” ტექსტი, და არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას ტექსტის დამახინჯებას,
არადა, სტურუამ მრავალჯერ გააკეთა მინიშნება პრემიერამდეც და პრემიერის მერეც, რომ ” კითხულობენ ვეფხისტყაოსანს.”
და უფრო მეტიც, – წარმოდგენის დასაწყისშივე გაამჟღავნა , თუ როგორ აპირებდა ამის გაკეთებას.
სპექტაკლი იწყება სტურუას ხმით და სიტყვებით,
“ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, – მე მათად სახუმარებლად.”
წაიკითხეთ?
კიდევ ერთხელ წაიკითხეთ.
ეს სიტყვები პოემის დასაწყისიდან კი არა, დასასრულიდანაა, მაგრამ ეს არაფერი,
სტურუამ მიზანმიმართულად გადააკეთა სტროფი!
სიტყვები ” მე მათად სახუმარებლად” ტექსტში არ არის.
უბრალოდ არ არსებობს!
მაგრამ მათი ჩამატება დასჭირდა, რომ ეთქვა, პირდაპირ, თავიდანვე – დაგცინებთო,- მეტი პირდაპირ რაღა უნდა ეთქვა.
იმასაც გეტყვით, – რადგან ვერც ეს შეამჩნია მაყურებელმა, – თუ როგორ წაიკითხა სტურუამ ეს სტროფი.
სტურუას ხმა, თითქმის ზუსტი ასლია პატრიარქის ხმის, და ილია მეორესთვის დამახასიათებელი პაუზებით.
და აგიხსნათ, თუ რას ნიშნავს, როცა ათეისტი რობიკო გარდაცვლილი პატრიარქის ხმის წაბაძვით ახმოვანებს თავის მიზანს, – დაამციროს ისეთი სიწმინდე, როგორიც ” ვეფხისტყაოსანია” ?
ვინც იყავით სპექტაკლზე გაიხსენეთ ეს ეპიზოდი.
შემდეგ კი დანარჩენიც გაიხსენეთ.
დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ მინიშნებებს აღმოაჩენთ.
უამრავ მინიშნებას, სადაც სტურუა დასცინის ყველას და ყველაფერს.
და თუ გავიხსენებთ, რაც ქონდა მიზნად სტურუას , რომლის შესახებაც ჯერ კიდევ წლების წინ განაცხადა,
რომ მოიგონა ” პერსონაჟი, კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისათვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი.”
ხო, თუ სტურუას ამ მარაზმატიკულ სურვილს გავიხსენებთ,
ჩავთვალოთ, რომ მან თავის მიზანს მიაღწია.
ანუ,
შეეცადა, “ვეფხისტყაოსანი” იდიოტობად წარმოეჩინა,
ხოლო პიესის მეშვეობით მაყურებელი კიდევ უფრო მეტ გაუნათლებელ იდიოტად რომ გამოეყვანა.
უნდა ვთქვა, რომ მეორე შემთხვევაში სტურუამ თავის მიზანს მართლაც მიაღწია.
მაყურებელი საერთოდ ვერ მიხვდა, თუ როგორ, და სად დასცინეს.
მოკლედ,
კი არ ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც დასკვნებს გამოიტანს ერი ამ გაკვეთილიდან.
მაგრამ, სხვა თუ არაფერი, გადაიკითხეთ კიდევ ერთხელ “ვეფხისტყაოსანი”.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)