
და დღეს, რაო, – ამბობთ რაიმეს ლიტერატურის მამები?
თორემ 20 წლის წინ, როცა სტურუამ თავისი ჩანაფიქრი მხოლოდ რომ გაამხილა, მხოლოდ სიტყვა რომ დასცდა,- მიიღო კიდეც მისაღები.
და დღეს, მით უმეტეს, როცა დანაშაული უკვე მოხდა, უკვე ორი კვირაც გავიდა და ყველამ ყველაფერი რომ იცის – დამნაშავეს პასუხი უნდა მოეთხოვოს.
ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
და ამისათვის, მის მხილებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს.
და განსაკუთრებით პროფესიონალები,- რუსთველოლოგები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები, – ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლები.
მკითხველებიც, მაყურებლებიც.
რათა საბოლოოდ სტურუას ეს ნაგვობა მოიხსნას სცენიდან.
და ნუ შეიცხადებთ ახლა, ფაქიზო ნატურის მასტები.
ხელოვნებით აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას მე ვერ მასწავლით,
მაგრამ ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია,
და როცა სისტემა სტურუას ხელით მართლაც ეომება ეროვნულ ფასეულობებს, მას მისივე იარაღის საშუალებით უნდა გაუწიო წინააღმდეგობა.
მოითხოვო ის, რაც თვითონ ერთხელ უკვე გააკეთა.
დიახ, სპექტაკლის აკრძალვის პრეცედენტი თვითონ კულტურის სამინისტრომ შექმნა.
როცა აგერ, ახლახან, ბათუმის თეატრის რეჟისორის, გაგნიძის სპექტაკლი პრემიერიდან მოხსნა, პოლიტიკური მოტივის გამო.
და რომ არ გაჩუმებოდა ამ ფაქტს თეატრალური სამყარო, იქნებ ვეღაც გაებედა სტურუას ის, რაც გაბედა.
დიახ, სტურუას დანაშაული განუზომლად მეტია, ვიდრე პოლიტიკა,
რადგან ის, რაც მან სცენაზე გაითამაშა, კულტურული მემკვიდრეობის პირდაპირი შეურაცხყოფაა.
შენი წინაპრების ამოთხრაა საფლავებიდან.
დიახ, სპექტაკლი უნდა მოიხსნას რეპერტუარიდან.
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალთაობას,- იმათ, ვისაც მართლაც არ ესმის სიღრმისეულად რუსთაველი, – ჩამოუყალიბებს მცდარ და აგდებულ დამოკდებულებას კულტურის ამ უმნიშვნელოვანეს ძეგლთან მიმართებაში,
ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.
გადაუვლიან ილიასაც, ვაჟასაც, გალაკტიონსაც, ფიროსმანს, სვეტიცხოველს, გელათს.
დასცინებენ აღდგომასაც და ქრისტეშობასაც, გაამასხრებენ ზოგადად ტრადიციებს, ადათწესებს, ტანისამოსს, და ბოლოს ენას და დამწერლობას.
თუ გაუბედეს რუსთაველს და ეს შერჩათ, აბუჩად აიგდებენ და გადაუვლიან ყველაფერს, რაშიც ჩვენი იდენტობა დევს.
და ნუ გაიკვირვებთ , ერთხელაც თამარ მეფესავით პრეზერვატივებზე რომ გამოგისახონ ტარიელი და ავთანდილი, და რუსთაველისეული აფორიზმებით.
არც ის გაიოცოთ, ბებერმა მარაზმატიკმა “ვეფხისტყაოსნის” ეს პაროდია ერთხელაც საზღვარგარეთაც რომ წაათრიოს, და იქაც რომ მოგვჭრას თავი.
ისიც კმარა, ჩვენს კოლხ მედეაზე სპექტაკლით რომ გაგვსვარა ერთმა, ვითომრეჟისორმა, შუაგულ ევროპაში უკვე.
ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი.
დამნაშაულის ჩადენაზე უარესი დანაშაული,- სიჩუმეა, იმ ხალხისგან, ვისაც ევალება თქვას სიმართლე და არ ამბობს.
მე არ ველოდები სპექტაკლის ობიექტურ შეფასებას თეატრალურის რექტორ შალუტაშვილისგან და გოგი მარგველაშვილისგანაც, – ახმეტელის ჰეროიკული სკოლის დასამარებაში რომ მიუძღვით წვლილი,
თემურ ჩხეიძის სახელოსნო რაღად დახურეს, იმას მაინც რას ერჩოდნენ, – რომ ვერ აკონტროლებდნენ?
აღარაფერს ვიტყვი,- პროტესტის ხმას ყველანაირად რომ ბლოკავენ თეატრალურ უნივერსიტეტშიც და თეატრებშიც.
არც ნიკოლოზ წულუკიძისგან ველი სიკეთეს, – თავის ბალაგანებში, ქართული თეატრის ისტორიის ათვლას რუსეთთან შეერთების მომენტიდან რომ იწყებს, და მიზანმიმართულად ივიწყებს ქართული თეატრის მრავალსაუკუნოვან წარმომავლობას.
და ესეც არ ყოფნის, ილიას და ახმეტელს აგინებს ჭორებით სცენიდან.
არც თეატრალური კრიტიკოსებიდან ველი სტურუას მაიმუნობის კრიტიკის ნატამალსაც, რადგან კულტურის სამინისტროსგან გადმოგდებულ ძვალზე სხედან.
მე ახლა შედარებით “ცნობადი” სახელები ვახსენე,
და მით უმეტეს, არც სხვა მელაჩოვკა თეატრალებისგან ველოდები ობიექტურობას კი არა, თუნდაც ანალიზის მაგვარს რაიმეს.
იმ უბრალო მიზეზით, რომ უმრავლესობამ სპექტაკლის წაკითხვაც კი არ იცის.
ხო, მინისტერშას თინიკოს ჟარგონისა არ იყოს, ” სპიჩი” სიმართლით გაჟღენთილი, ამათგან არ იქნება.
სამინისტროს ოფიციალური კულტზონდერი ჭუმბურიძე, იქამდეც კი დაეშვა, რომ ვასიკო მაღლაფერიძეს “დასკვნას” ატრიალებს წინ და უკან, სადაც ზოგადი ლოკვის გარდა არაფერია.
რა იცის ან ჭუმბურიძემ ან მაღლაფერიძემ რა არის თეატრი,
ამ მართლა ვასიკოებმა, ხო,
ამიტომაც , ოფიციოზის სიცარიელის საპირწონედ, კიდევ ერთხელ, დავდებ ტექსტში ლინკს, სპექტაკლის დეტალური ანალიზით.
რომ გქონდეთ საშუალება შეადაროთ ყველაფერ იმას, რაც სტურუას მლოკველებისგან გაგიგიათ.
აგერ, ლინკი,
და გაეცანით, როცა ამ წერილს ჩაამთავრებთ,
მანამდე კითხვა მაქვს,
ხო, რატომ არის ჩუმად დღეს იგივე ლიტერატურის ინსტიტუტი?,
კიდევ შეგახსენებთ, – ფოტოზე 20 წლის წინ გაკეთებული შეფასებაა, და მაშინ შეძლეს და შეაჩერეს ჩანასახშივე სტურუას მაიმუნობა, რუსთაველის მართლა გულშემატკივარმა ხალხმა.
დიახ, იყვნენ მაშინ ასეთები.
ნოდარ ნათაძემაც გაულაწუნა მაშინ სტურუას,
არის ცხონებული გურამ შარაძის გამოხმაურებაც ამ თემაზე,
და დღეს, რაო, – ცოცხალი ლიტერატორი არავინ დარჩით?
თუ თქვენც მოგკლეს, ბაბუ?
რატომ არიან ჩუმად სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი ჟურნალები და გამოცემები, – ამათ ხომ ჩვენ ვაფინანსებთ?
რატომ არის ჩუმად მწერალთა კავშირი,
სადაც ყოველ მეორეს რუსთაველი, თუ არა, სულ მცირე გალაკტიონი რომ ჰგონია თავი,
“რუსთაველის საზოგადოება” რატომღა არის ჩუმად, როცა მათ ყველაზე მეტად ევალებათ დაიცვან რუსთაველი?
ვიცი, დარწმუნებული ვარ, – იტყვიან, არ გვინახავსო ჯერ სპექტაკლი,
მაგრამ ეგ ალიბი არ არის,
ეგ იგივეა, გაიგო, დედაშენს ბოზობას რომ აბრალებენ, უფრო უარესიც, გიუპატიურებენ, და თქვა, მე არ შევსწრებივარო ამ ამბავს,
არ უნდა დაინტერესდე რა ხდება?
არ უნდა მოთხოვო პასუხი?
არც კაცურში, და არც მწერლურში არ წერია ჩუმად, და უმოქმედოდ ყოფნა.
ბიჯო, 2000 მხოლოდ პოეტი დათვალა რომელიღაც ანთოლოგიამ, მწერლებს კიდევ თვლა არა აქვთ,
და ამოიღონ ხმა,
ჯანდაბას ეგ ლიფსიტები, სად არიან “მძიმეწონიანი მასტები”, – ეკრანებიდან და გაზეთებიდან რომ არ ჩამოდიან, ათასგვარ საღამოებს რო აწყობენ, ათობით წიგნებს რომ გამოსცემენ, – სად არიან?
ჯერ სიტყვა სთქვან ხო, – რომ მართლისმთქმელებმა ჯერ ერთმანეთი დაინახონ, – რომ მერე, ათასები თუ არა, 100 კაცი მაინც რომ მივადგეთ თეატრს, და კულტურის სამინისტროს, და გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება სცენაზე,
და იქნებ მიხვდეს სტურუაც, რაიმეს,
თორე თავისივე თახსირობისგან ლპება მასტი.
არა?
ვერა?
რამდენს მოგწერეთ, რამდენს დაგირეკეთ და უარი მითხარით, – დავდო აქ თქვენი გვარსახელები?
აბა, ერთი კაცისგან მოგებული ომი, არც არასდროს მინახავს, – მაგის გამოცდილება კი მაქვს.
ხოდა, მწერლის, პოეტის და ლიტერატურის მამების სახელს რო იწებებთ, და ძალიან კარგადაც რომ ხვდებით რაც ხდება, მაგრამ რაიმეს გაკეთება კი არა, ხმის ამოღებაც რომ არ გინდათ,
სწორედ, მიტომაც გავკარი თქვენს “დაფსა და ნაღარას”.
.
23. 04. 2026.
.