
ზელენსკი ამ ქალაქში გავიცანი, სადაც ეს ცარპუშკა დგას.
ნუ, თუ გაცნობა ჰქვია ორი დღე და მოკლე შეხვედრებით ურთიერთობას.
ხო, ერთი პერიოდი უკრაინაში მომიწია ცხოვრება და დონეცკში, სადაც ვიყავი, გასტროლებით ჩამოვიდა და თავისი სტუდიის “95-ე კვარტალი” ხალხიც ჩამოიყვანა.
ჩამოსვლამდე დაგვიკავშირდნენ და ჩვენი სასტუმრო დაჯავშნეს.
და იმ ორი დღის განმავლობაში, რაც იქ იყო, არანაირი ხუმრობა, და კბილების გამოფენა – არც დამინახავს და არც გამიგია მისგან, და დასის წევრებიც სულ რაზდვაზე ყავდა, ფეხისწვერებზე დადიოდნენ.
გაუკვირდება ბევრს და განათლებით იურისტია, და მისი გადაცემების მიმართულებაც, პოლიტიკური სატირა, იმის მაჩვენებელი იყო, რომ უკვე მაშინ ძალიან კარგად ერკვეოდა, თუ რა ხდებოდა ამ სივრცეში.
და ისიც გამოჩნდა, რომ ავტორიტეტებიც ეკიდა, და ზადნის მიმცემიც არ იყო.
პირადად შევესწარი ფაქტს, თუ როგორ აახვევინა რინატ ახმეტოვის კაცს , სადღაც ბანკეტზე გამოსვლისთვის რომ კერავდა.
ვინც იცის, ვინ არის ახმეტოვი, და რა გავლენა აქვს უკრაინაში, არც იმის წარმოდგენა გაუჭირდება , რას ნიშნავდა მის წინადადებაზე უარი.
რა თქმა უნდა, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობაც არ იყო დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილება.
რატომაც არა, მიზანი ჰქონდა, ფულიც უკვე ჰქონდა, და არავის ეგონოს გაღლეტილი შემოვარდა პოლიტიკაში.
არჩევნებამდე უკვე გამართული შოუ იმპერიის , და უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი იყო, და ერთ-ერთი ცენტრალური ტელევიზიის “ინტერის” მმართველობის წევრიც და მთავარი პროდიუსერიც.
და წარმოიდგინეთ, კაცი, ისე, რომ სცენიდან და ეკრანებიდან არც გამოსულა, არც დამჯდარა ტელედებატებში პოლიტიკოსებთან, და არც შეხვედრია რეგიონებში ამომრჩევლებს, ისე გახდა პრეზიდენტი.
არც ჭირდებოდა ქუჩაში საპაკაზუხოდ სიარული, ისედაც ყოველ დღე ხედავდნენ ტელეეკრანებზე, წლების განმავლობაში და ადამიანებს სჯეროდათ მისი გულწრფელობის.
დიახ, ასე გახდა პრეზიდენტი.
გახდა, რადგან მთელ სისტემას დაახნა თავზე სტერეოტიპები იმ ვაჟნი როჟების შეუცვლელობაზე მილიონები რომ აქვთ, სტაჟიანი პოლიტწარსული, ორდენებით ს ბანტომ, ი ბეზ ბანტა.
და ისეთი სვლაც გააკეთა პიარტექნოლოგიების ქრესთომატიებშია შესატანი.
სერიალი “ხალხის მსახური ” გადაიღო, და 50 მილიონიანი ქვეყანა შეაგუა იმ აზრს, რომ ის, რასაც ისინი ახლა ეკრანზე ხედავენ, შეიძლება მოხდეს, და სრულიადაც არ არის ძნელი, რომ მოხდეს.
ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ახლა არ ჩავუღრმავდები ფსიქოლოგიურ მომენტებს, და არც იმაზე ვისაუბრებ, რომ პარტიულმა სისტემამ მართლაც მოჭამა თავის დრო, და პიროვნებას, თუ ის ნიჭიერია, რისკის გამწევი, ქარიზმატული და იცის რა უნდა, დამოუკიდებლადაც, პარტიული ორგანიზაციის გარეშეც შეუძლია ხალხთან კავშირის დამყარება და პოლიტიკაში კარიერის გაკეთება.
ეს ყველაფერი მოახერხა ზელენსკიმ.
და მერე?
მერე ის, რომ ადამიანზე გაკეთებული საქმით მსჯელობენ, ხო?
და პრეზიდენტად არჩევიდან 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა რომ ზელენსკიმ გამოიყენა და გადააგდო ყველა ის ოლიგარქი, პოლიტიკოსი, და ქვეყნის შიგა, თუ გარე პოლიტმაფიოზი, ვინც მას ტახტზე ასვლაში შეაშველა ხელი.
ხაზგასმით ვიტყვი, – გადააგდო პოლიტმაფიოზები, მაგრამ არა ის რიგითი უკრაინელი, ვისაც წლების განმავლობაში ეკრანიდან და სცენიდან ეუბნებოდა, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფალმა, და როგორი უნდა იყოს ქვეყანაც და საზოგადოებაც.
და რა მოასწრო სანამ რუსი დიდ ომს დაიწყებდა?
დიდ ომს, 2022 წლიდან, დიახ,
თორე რუსი რო 2014 წლიდან ომობს უკრაინაში, და ერთი კილომეტრითაც რომ არ გაწეულა წინ იმ ადგილიდან საიდანაც დაიწყო – არც ეს არ იცის ბევრმა.
ხო, რა მოასწრო მეთქი, 2022 წლამდე?
ომამდე ერთი წლის ადრე უკრაინის პარლამენტმა მიიღო ზელენსკის კანონი ოლიგარქების შესახებ.
ოლიგარქებს აეკრძალათ პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება.
ეს ნიშნავს, რომ მინიმუმამდე დაიყვანა ამომრჩეველის მოსყიდვის შანსი, და შესაბამისად ოლიგარქების პარლამენტში მოხვედრის შანსიც, და საერთოდ, არჩევნების გაყალბების შანსიც.
სხვათაშორის, უკრაინაში ანტიმონოპოლიური კანონიც მუშაობს, მსხვილ ბიზნესს რომ აკონტროლებს,
და ომამდე ლუსტრაციის კანონიც მზადდებოდა პარლამენტში გასატანად.
მზადდებოდა კანონიც, რომელიც კანდიდატის და ამომრჩევლის შორის ხელშეკრულების დადებას ითვალისწინებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
ხოლო კანონი, რომლის მიხედვით დეპუტატებს საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმდათ, უკვე 2020 წლის იანვრიდან აამუშავა.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ ძალებს ამ ქვეყანაში დასაყრდენი პოლიტნაგვობა აღარ ეყოლებოდათ.
მზადდებოდა კანონი პროფკავშირებზეც, რომლის შემდეგ საერთოდ შესუსტდებოდა პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესებში.
ჰა? როგორია?
ასეთი კაცი არ აწყობდა და არც ახლა არ აწყობს არც რუსულ ფაშიზმს, არც ამერიკას, და არც უკრაინელ მაფიოზებს.
აწყობდა მხოლოდ უბრალო უკრაინელებს.
რადგან გამოდის, რომ კაცი სისტემას ანგრევდა, ხო?
და ჩვენ როდის მივხვდებით იმას, რასაც დიდი ხანია მიხვდა უბრალო უკრაინელი ზელენსკის წყალობით?.
რომ ჩვენი მტერი მიშა და ბიძინა კი არ არის, – ჩვენი მტერი ის პარტიული სისტემაა, რომელიც ნაცობას და ქოცობას ბადებს, და თუკი ვინმე ამ ქვეყანაში, ანდა სხვა ქვეყანაში ასეთ სისტემებს ებრძვის, ის ჩვენ მოკავშირეა, მოკავშირე!
და ვინც მას ეხმარება იძულებით, მაგრამ მაინც ეხმარება, ისიც ჩვენი მოკავშირეა- ევროპა, დიახ, ევროპა.
მაგრამ არა ამერიკა.
რადგან ეს ამერიკამ გაწირა უკრაინა საომრად, ჯერ კიდევ წლების წინ, ატომური სახელმწიფოს სტატუსი რომ ჩამოართვა რუსთან შეთანხმებით,
გაწირა მერეც, როცა ყირიმის დათმობით რუსი წააქეზა ახალი ომისკენ,
და გაწირა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკე რუსი დაასუსტოს, და ცალკე კიდევ ფული რომ აკეთოს ამ ომში,
სხვა მიზეზიც იყო.
გაწირა, რათა ზელენსკის სისტემური გარდაქმნებისთვის არ ეცალოს.
ამერიკასაც და რუსეთსაც ამ შემთხვევაშიც ერთი ინტერესი ქონდათ ადრეც, და ახლაც აქვთ.
პოლიტიკურ გავლენას კარგავდნენ ამ ქვეყანაში.
ამიტომაც შეაგდეს ომში ზელენსკი და როგორც ომობს კაცი, ხედავთ ეს 4 წელია, ხო?
და არა მხოლოდ ომობს, – ამ წლებშიც არ შეუჩერებია რეფორმები.
ხუთი მეგაკორპორაციის ნაციონალიზაცია მოახდინა.
უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ხუთი უზარმაზარი საწარმო კაპიკებში რომ გაიყიდა იანუკოვიჩის დროს, აახია მაფიოზებს და ისევ სახელმწიფოს დაუბრუნა.
ქვეყანას სჭირდებაო,
და მათ შორის ორი კომპანია კოლომეისკის იყო,
იმ კოლომეისკის, ჩვენი ყველაფერჩიკები რო ამბობენ, ზელენსკი პრეზიდენტად მაგან გაქაჩაო.
ისიც გაიმეტა, დიახ.
ფაქტიურად მრეწველობის ნაციონალიზაცია აქვს დაწყებული.
ნაციონალიზაცია, და პარტიების მოთოკვა კი უკვე სახალხოობაა, თვითმართველობაა, ეროვნულობაა.
ამერიკა და რუსეთი კი, ორივე მტერია ეროვნულობის, რადგან ეროვნულობა დამოუკიდებლობაა.
დიახ, უკრაინა სუფთა ეროვნული გზით მიდიოდა.
ამიტომაც გაუჩაღეს და ამიტომ გრძელდება ომი დღესაც, მაგრამ უკრაინამ ამ ხნის განმავლობაში დაამტკიცა, რომ როცა ერთსულოვნება არის, ქვეყანას შეუძლია მასზე სამჯერ დიდ და ატომურ სახელმწიფოს გაუმკლავდეს.
ამის ეშინია ამერიკასაც და რუსეთსაც, – უკრაინის გამარჯვების ეშინიათ,
ამიტომაც არ აძლევდა ბაიდენის ადმინისტრაცია სრულმასშტაბიან დახმარებას,
ამაზე რეაქციაა, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები, რომ უკრაინა ტერიტორიების დაკარგვას უნდა შეურიგდეს,
რა სისულელეა,
რა? ვერ ხედავენ, რომ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე რომ გადავიდა ომი?
თუ ის არ იციან, ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, გასაბჭოებამდე ჯერ გერმანელებს რომ ეომებოდნენ უკრაინელები, გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებს, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებსაც და რუსებსაც , ომის დამთავრების შემდეგ კიდევ 7 წელი ისევ რუსებს ეომებოდნენ უკრაინის ტყეებში.
ომობდნენ მერეც, 2014 წლიდან, მთელი 8 წელი დიდი ომის დაწყებამდე.
ომობდა და იომებს, რაც არ უნდა ახალი “მოლოტოვ- რიბენტროპის პაქტი” შეადგინოს ამერიკამ და რუსეთმა.
თუნდაც ზელენსკი მოკლან, ან შეცვალონ, უკრაინა მაინც იომებს.
უკრაინა თავისუფლებისთვის ომს შეჩვეულია, და მას ვერ გააჩერებ, – იომებს ბოლომდე.
ამიტომ სურთ უკრაინა მოთოკონ,
რადგან უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ცენტრში ახალი, დიდი, მძლავრი, და მართლაც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ეროვნული სახელმწიფო დაიბადება.
ახალი ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე გაჩნდება, მილიონიანი პროფესიონალი არმიით, დიდი საომარი გამოცდილებით, დიდი დემოკრატიით.
და ეს თავისტკივილი იქნება ამერიკისთვისაც, რუსეთისთვისაც, და მსოფლიო გლობალიზმისთვისაც.
ამის ეშინიათ, და უნდა ეშინოდეთ სწორედ, რადგანაც საბოლოოდ მაინც ასე მოხდება.
უკრაინა ომობს და უკვე დაამტკიცა, რომ ღირსია იყოს ნამდვილად თავისუფალი და იქნება კიდეც თავისუფალი!
და რატომ ვსაუბრობ ახლა ამდენს ამ თემაზე?
ღია წერილი მიწერაო,- ყბა რო ამოიგდეს შაყირით მასტებმა.
და თუ იმას ვერ ხვდები, რომ კაცი, – ვინც მთელი თავისი ცხოვრება ომშია, დაუკვირვებლად და გაუთვლელად ერთი ნაბიჯსაც რომ არ გადადგამს, და ერთ სიტყვასაც რომ არ იტყვის.
ის მაინც ხომ უნდა დაინახო, თუ ბრმა არა ხარ, და თუ ფულზე გაყიდული არა ხარ,
რომ უკრაინა შენს გასაკეთებელსაც აკეთებს?,
და გასაგებია, რომ საქმით, როგორც ქვეყანა, პირდაპირ ვერ დაეხმარები, ვერ გარისკავ.
მაგრამ როგორც რიგითმა მოქალაქემ, სიტყვა მაინც ხომ უნდა შეაწიო,?
სიმართლე მაინც ხომ უნდა თქვა, და ეს სიმართლე სხვასაც ხომ უნდა გააგებინო?
ამიტომაც ვამბობ, რასაც ვამბობ,
და ვიტყვი კიდევ, ერთსაც,,
აი, ამ ცარპუშკას, – დონეცკელებს რომ დაუდგა რუსმა 2001 წელს “საჩუქრად”, და სინამდვილეში კი “მონიშნა” საკუთარ ტერიტორიად დონბასი, – დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, და უკრაინელები ისევ რუსებს შეტენიან უკან.
დიახ!
გაიმარჯვებს უკრაინა – გაიმარჯვებს საქართველოც!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
