You are currently viewing დღე პირველი

დღე პირველი

დღეს, პირველი დღეა ერთი სამედიცინო ექსპერიმენტისა, ჩემს თავზე რომ ვატარებ.
დიდი ხანია ვემზადებოდი ამისთვის,
ხან რამ შემიშალა ხელი, ხან რამ, და აგერ, დღეს დავიწყე, ხო.
გახსოვთ, ვთქვი ერთხელ, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ამ ქვეყანაში და ბარემ კიბოს წამალსაც გამოვიგონებ მეთქი.
ვიხუმრე, ხო,
მაგრამ უკვდავების წამლის გამოგონება შეიძლება აღარ დამჭირდეს, ერთი ისეთი პრეპარატის მიღება დავიწყე დღეს.
დავიწყე, რადგან ქართული მედიცინის რომ არ მჯერა ესეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი.
და კიდევ კარგი, რომ არ მჯერა, თორე უკვე ორი ისეთი ოპერაცია მექნებოდა გაკეთებული, სულაც რომ არ ყოფილა თურმე საჭირო.
ხო, ჩემი ონკომარკერის წარმოშობის კერა, სულაც არ აღმოჩნდა იქ, სადაც ამას ონკოლოგი ამტკიცებდა.
და მართლაც, ჯერ რომ გამეკეთებინა ოპერაცია, და მერე გამერკვია სიმართლე, ალბათ პირველი პაციენტი ვიქნებოდი, ექიმის მკვლელობის გამო რომ ჩასვეს ციხეში.
რა წამალია, არ ვიტყვი, ჯერ., – არც მკითხოთ, არც იმარჩიელოთ, და არც ვარიანტები არ ჩამომილაგოთ აქ.
ეს ხომ არ არისო, შეიძლება მეც ვიღებდიო, და ასეთიაო, და ისეთიაო, და ანდა, მე ეს მოვსინჯე, და მე ეს, და ამან იმუშავა, და ამან არაო, არ მიიღო თვითნებურად, და ასე შემდეგ, – არ დაიწყოთ ახლა.
უამრავი ინფორმაცია მოვაგროვე.
საბოლოოდ, ამ კონკრეტულ პრეპარატზე შევჩერდი.
მინიმუმ ერთთვიანი კურსია,
ამ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის დედა რო მოხნა ვირმა, და ზედ, ზოგი ექიმის დედაც, მათი ვიგოდნიკობის, თუ ტუპიაკობის გამო, მართლაც ექსპერიმენტს ვიტარებ ახლა საკუთარ თავზე, – ასე გამოდის, ხო.
რატო?
რატო და იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი, მინიმუმ 20 წელი მაინც მჭირდება და ყოველგვარი ავადობის გარეშე.
არ მცალია მე ავადობისთვის.
აი, ამიტომ.
შედეგს სექტემბერში ანალიზებით გადავამოწმებ, და როცა შედეგი დაიდება, – ღმერთმა ნურავის დაგაჭირვოთ, და რა თქმა უნდა, მოგიყვებით ყველაფერს,
თუ როგორ გვეშველება, ყოველგვარი ექიმების გარეშე, და სულ რაღაც კაპიკებში მეც, თქვენც და ტრიფონიასაც.
და, დაე, იყოს, ასე!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა