
არ ვიცი, რა დავარქვა ერთ უცნაურს ფაქტს, თუ უცნაურ მოვლენას, თუ ფენომენს, თუ ანომალიას.
რომელსაც ხშირად ვაწყდებოდი მაშინაც, როცა პირადად ვატარებდი აქციებს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით, ანდა მიგრანტების უკონტროლოდ შემოსევის წინააღმდეგ.
ანდა, როცა წერილებს ვწერდი რიონის ხეობის, და სვანეთის დასაცავად, წყალში ჩაძირვა რო ემუქრებოდათ ჰესების მშენებლობით,
ანდა კოვიდფაშიზმის დროს, ანდა ტყიბულის, და ჭიათურის მაღაროელთა აქციების დროს,
ანდა “რუსულ კანონზე” გამოსვლების, და, ხელისუფლების მიერ ევროინტერგაციის შეჩერებით კონსტიტუციის დარღვევის, და უსამართლო კანონებით ტერორის დროს – როცა ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მისულიყო სიმართლე და ინფორმაცია.
და არა მხოლოდ პროტესტის დროს.
იგივე უცნაურ მოვლენას ვაწყდებოდი, როცა ვსაუბრობდი რეფერენდუმის უფლების დაბრუნებაზე, სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე.
როცა ვსაუბრობდი უპარტიო საქართველოზე, და მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის აუცილებლობაზეც.
იგივე გაუგებარი სიტუაცია დგებოდა საზოგადო პროექტების განხორციელების დროსაც.
გინდა მარტყოფისველზე დასახლების, – რომელიც სწორედ იმიტომ დავიწყე, რომ იმ მიწების შესყიდვას არაბები და ინდოელები აპირებდნენ.
იგივე უცნაური ფაქტის წინაშე დავდექი, ქუთაისის მახლობლად ბაშისველზე დასახლების დაარსების დროსაც.
და მაშინაც, როცა ჯერ პროფესიული კოლეჯის, და შემდეგ მის ბაზაზე ახალი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის თემა წამოვწიე წინ.
ხო, რა მოვლენაა, როცა ადამიანები, რომლებსაც სრულიად ესმით პრობლემა, ანუ, არიან იდეურები,
როცა შენს შეხედულებას ეთანხმებიან, გიწონებენ პოსტებს, გიკომენტარებენ კიდეც, მაგრამ…
მაგრამ არ ავრცელებენ ინფორმაციას,
აი, არ ავრცელებენ და მორჩა.
ისეთებიც კი, რომლებიც თვითონაც მონაწილეობდნენ აქციებშიც, პროექტებშიც, აკეთებდნენ შემოწირულობებსაც კი,
მაგრამ არ აზიარებდნენ ინფორმაციას.
ათასობით ნახვა რომ აქვს წერილებით მოწოდებას, მოწონებაც და კომენტარებიც, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ათეული გაზიარება, და ისიც ერთიორი ადამიანის წყალობით – რა ფენომენია ეს?
სულ ერთი წამის საქმეა, ხო? – მაგრამ გპასუხობენ ერთი ფრაზით.
“კი გავაზიარებდი, მაგრამ ვინ წაიკითხავს.”
მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი, ათობით გასართობ ვიდეოს, და ფოტოს მიგდებდნენ მესინჯერში, მეც, და ალბათ სხვასაც.
დიახ, ეს რა ანომალიაა, – მაინტერესებს.
გასაგებია, იქნებ, არ უნდათ საკუთარ კედელზე საპროტესტო ინფორმაციის დადება, პრობლემები რომ არ შეექმნათ სამსახურში.
მაგრამ პროექტებში მონაწილეობა რატომ უნდა იყოს დასამალი?
ასეთი ფაქტების გამო ზოგჯერ იძულებული ვხდებოდი პროექტზე ყურადღების მისაქცევად ფასიანი რეკლამები გამეშვა სოცქსელებში.
აბა, ხომ არ ვკადრებდი ხალხს, ვისზეც ვფიქრობდი, რომ იდეურია, და თანამოაზრე, – ფულს მოგცემ, და ინფორმაცია გააზიარე, მეთქი.
მართლა არ მესმის, – საზოგადო თემების, და სიმართლის გავრცელებისთვის, ფული უნდა გადაიხადო?
მაგრამ ფაქტია ისიც, სისტემა საინფორმაციო ომს იმიტომ გვიგებს, რომ ორგანიზებულია.
ხელფასზე ყავს ასობით ადამიანი, ამუშავებს ტროლების ფაბრიკას, რათა მისთვის საჭირო მესიჯი გაუშვას.
რომ ამ გზით გადაფაროს მთავარი საკითხები და გაავრცელოს დეზინფორმაციაც, და გააშავოს სიმართლეც.
და ილიაც რომ გაცოცხლდეს ახლა, მისი სიტყვაც კი ჩაიკარგება სისტემის მიერ შექმნილ, ყვითელი თემების ზღვაში.
დასკვნა მარტივია.
ქვეყნის ხსნის გენიალური სქემაც რომ გქონდეს, შენი ხმა არ მივა ადამიანებამდე, თუ ინფორმაცის გავრცელების შესაძლებლობა არ არის.
და ეს შესაძლებლობა ისევ და ისევ პროექტის საშუალებით უნდა გაჩნდეს.
დიახ,
რადგან საზოგადოება მეტწილად ობივატელურია, ანუ, მოსახლეობის უმრავლესობა თავის ყოველდღიურობაში ჩაფლული ადამიანები არიან,
ამიტომ საზოგადოებისთვის, მთავარი ეროვნული იდეის მიწოდებამდე,
ობივატელს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ისწავლოს ჯერ თვითორგანიზაცია, და შემდეგ კი ამ თვითორგანიზაციის გამოყენება.
და ეს ყველაფერი უნდა ისწავლოს ჯერ მარტივი თემებით,- ისევ და ისევ, სხვადასხვა, და სრულიად არაპოლიტიკური პროექტების მეშვეობით.
მაგრამ ობივატელს, რომელიც ტელევიზორს მიტომ უყურებს, და სოცქსელშიც მხოლოდ იმიტომ შემოდის, რომ თავისი მძიმე ყოველდღიურობა დაივიწყოს პოლიტჭორაობით, ანდა სხვის საცვლებში ქექვით,
ვერანაირი პროექტით ვერ გაარყევ, თუკი..
დიახ,
თუკი, ის ამ პროექტში თავის ” ვიგოდას”, ანუ გამორჩენას ვერ დაინახავს.
და თან გამორჩენა უნდა იყოს ხელშესახები.
მისთვის – მატერიალური,
და ჩვენი მიზნებისთვის კი აუცილებელია პროექტს სულიერი შემადგენელიც რომ ქონდეს.
რადგან იდეის მხოლოდ მატერიალური ნაწილი ობივატელს ვერ გამოცვლის.
ყველა ეროვნული პროექტის საბოლოო მიზანი კი სწორედ შეგნებული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება უნდა იყოს.
ანუ, ობივატელის თვითშეგნების, და თვითშეფასების ზრდა.
და ესე იგი, პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელია ის სისტემური სივრცე, სადაც “მატერიალური – სულიერებასთან” იქნება შეთავსებული.
კიდევ ერთხელ ვიტყვი-
პროექტში ჩართულმა აუცილებლად უნდა მიიღოს მატერიალური შემოსავალიც, და სულიერებაც.
და მხოლოდ ერთმა კი არა, არამედ ათასებმა.
ათასებმა სწორედ,
რადგან რაოდენობა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მატერიალურ შემოსავალთანაც და სულიერების ხარისხთანაც.
და ეს მექანიზმი რომ ამუშავდეს, აუცილებელია, ობივატელების უმრავლესობას ეს თემები, პირველ ეტაპზე, სწორედ რომ იდეურების ჯგუფმა მიაწოდოს.
დიახ, იდეურების.
ისევ იდეურების.
თორემ, პროექტის გაშვების შემდეგ, ობივატელი, გამორჩენას რომ დაინახავს, ინფორმაციის გავრცელებაში მეც კი გადამასწრებს.
მოკლედ,
უკვე იცით, რომ კიდევ ერთ ეროვნულ პროექტს ვიწყებთ.
და, აი, ახლა შენ, ვინც ამას კითხულობ, თუ მიხვდი, რასაც ვამბობ,
ესე იგი, შენ სწორედ ისა ხარ, ვინც საერთო საქმეს სჭირდება.
.
გუჯა ბიძია.
#ვსაუბრობთპროექტზე
05.09.2026.
.
