You are currently viewing ვერ გარეცხავდა, აქეთ მტკვარი, და იქეთ რიონი

ვერ გარეცხავდა, აქეთ მტკვარი, და იქეთ რიონი

ისე აღნიშნეს გუშინ ახმეტელის დაბადების დღე, თითქოს მისი ერთი სიტყვაც არ დაუგდიათ ძირს.
მოდი და ნუ გაგეცინება, როცა სანდრო ახმეტელზე, ჰეროიკული თეატრის ფუძემდებელზე საქართველოში, ლაპარაკობენ უნიტაზური თეატრის მამები, – სტურუები, შალუტაშვილები, მარგველაშვილები, წულუკიძეები, და კიდევ რამდენია, ვერც მოთვლი.
საინტერესოა, როდის იყვნენ ახმეტელის მიმდევრები?
ახმეტელი ომია სისტემასთან, და ამათი ომი ვინმემ ნახა ამ 30 წლის განმავლობაში?
თეატრი იყო ჩუმად ყველა ხელისუფლების დროს, და ჩუმად რომ ყოფილიყო თეატრი, მიტომაც ნიშნავდნენ კარაბას- ბარაბასებს სამხატვრო ხელმძღვანელებად, და თეატრალური უნივერსიტეტის რექტორებადაც.
ამიტომ იყო თეატრი ჩუმად 1991-1992 წლებში პუტჩის დროს, და საერთოდ უენო იყო, მომდევნო ათი წელი.
ჩუმად იყო 2007 წლის, 2011 წლის, 2019 წლის ქუჩის პროტესტების დროსაც,
თეატრი იყო ჩუმად, 2018 წელსაც, როცა რუსთაველის თეატრში ხინკალფართი გაუმართეს ბანკირებს, და მერეც, არაერთხელ.
თეატრი გაუწვა კოვიდტერორსაც, 2020-2022 წლებში, მაყურებელს რომ არ უშვებდა თეატრში, როცა პარტიული შეკრებები ხალხით გადატენილ დარბაზებში ტარდებოდა, რესტორნებში კიდე ხალხმრავალ სუფრებზე კრამიტით სვამდნენ ღვინოს კოვიდისმამები.
თეატრი იყო ჩუმად 2023 წლის მარტის დღეებშიც, როცა რუსულ კანონს აპროტესტებდნენ ჯენზის თაობა გოგობიჭები.
და მხოლოდ 2024 წელს “აეხილათ” თვალი?
ისიც, მხოლოდ მას შემდეგ, როცა მათ კოლეგას შეეხნენ?
ისიც მაშინ, როცა ქუჩაში 100 000 კაცი დაინახეს, მაშინ გათამამდნენ?
დოიაშვილის თეატრალური რობესპიერობაც იმით დამთავრდა, რომ მიატოვა პროტესტი, უღალატა ქუჩაში გამოსულ მსახიობებს, და ჩინეთში გაიქცა.
მაქვს ამ თემებზეც პუბლიკაციები.
ხო, მუდამ მქონდა მრავალი წლის განმავლობაში კითხვები ჩუმად მყოფ თეატრალებთან,- იციან კი საერთოდ რისთვის შეიქმნა თეატრი?
და რისთვის იყენებდნენ თეატრს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან?
იმიტომ კი არა, ობივატელის “ქუხნა-ტუალეტში” რომ იქექო, და დაანახო სცენიდან მაყურებელს, თუ რა საცოდავია, დაანახო რომ მარტოა, და შესაბამისად, აფიქრებინო, რომ ვერასდროს ვერ შეეწინააღმდეგება იმ პრობლემებს სისტემა რომ უქმნის.
დიახ, პიროვნება რომ ობივატელია, ეგ მისი ბრალი კი არაა, არამედ იმ გარემოს ბრალია, სისტემა რომ ქმნის.
რადგან აწყობს სისტემას შეშინებული, მორჩილი, ღარიბი, გაუნათლებელი, და დაკომპლექსებული ობივატელი, რადგან ასეთ ობივატელზე, და ასეთ ამომრჩეველზე დგას სისტემა,
და აწყობს ასეთი თეატრიც, – ვინც მაყურებელს საკუთარ თავს შეაძულებს, ანდა ტუალეტური თემებით გადაავიწყებს საკუთარ უფერულ ყოველდღიურობას.
აი, ასეთ თეატრს ახალისებდა მუდამ ყველა დროის რეჟიმი, ამას ეძახდნენ და ეძახიან დღესაც სნობები ხელოვნებას.
და ასეთი იყო ქართული თეატრი ბოლო 30 წელი.
ნიჭიერი მსახიობებით, მაგრამ ჩასვრილი რეჟისორებით და დრამატურგებით.
რადგან დაივიწყეს თეატრალურ უნივერსიტეტშიც ახმეტელის სკოლა, და მისი ჰეროიკული თეატრი, – ქართველობას რომ ახსენებდა სცენიდან მაყურებელს.
დიახ, დაივიწყეს, და დაავიწყეს ჯერ რეჟისორებს, და შემდეგ მაყურებელსაც, თუ როგორი უნდა იყოს თეატრი.
დღევანდელი ქართული თეატრი უკვე 30 წელია სამეფო კარის თეატრად არის ქცეული.
და რა ნამუსით საუბრობენ, ახმეტელზე, ეგ ცირკის მასხრები.
გამეცინა, მართლაც, ამ მართლა კლოუნის იმ სიტყვებზეც.
ძირითადად ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები მიწერენო დამპალ სტატიებსო.
ვერც მიხვდა დურაქი, როგორ შეაქო სკოლა.
აბა, ” წეატრალები ” უკანალში უძვრებიან და ძალიანაც კარგი, მასწავლებლები მაინც თუ ულაწუნებენ.
მადლობა, მართლაც ასეთ მასწავლებლებს.
და მაგის ბედი, ლიანა მირცხულავას არ უნახავს მაგის ” ვეფხისტყაოსანი” , თორე ვერ გარეცხავდა აქეთ მტკვარი, და იქეთ რიონი.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა