
არ დამეზარა და პროექტის საავტორო უფლებაზეც შევიტანე განცხადება საქპატენტში.
რადგან, კარგად ვიცი, ყველაფერი დასწრებაზე რომ არის ამ ქალაქში.
და კარგადაც რომ ვიცნობ იდეებზე მონადირეთა იმ მოდგმას, ვის რა მოპარონ და რა მიითვისონ, ამისთვის რომ დაწანწალებენ ამ სივრცეშიც.
ამიტომაც ვთქვი წინა წერილებში ჯერ-ჯერობით ბევრს არ ვისაუბრებ დეტალებზე, თუ რა პროექტს ვიწყებ ამჯერად, მეთქი.
რადგან მართლაც ორიგინალურია ფორმითაც, და შინაარსითაც.
რადგან მსგავსი ჯერ არაფერი განხორციელებულა ამ ქვეყანაში კი არა საერთოდ, არც ევროპაში და ამერიკაში.
თუმცა პროექტი ორ კარგად ცნობილ და გავრცელებულ სისტემაზე იქნება დამყარებული.
მაგრამ მათი ერთად თავმოყრის მცდელობაც კი არ ყოფილა ჯერ არავისგან, იმდენად სხვადასხვა შინაარსისაა თითოეული მათგანი.
დიახ, ამ ორი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი კონცეფციების ერთად ამუშავებაა სწორედ ის ორიგინალური იდეა, რომელიც ამ პროექტშია ჩადებული.
თან იმდენად მარტივი იქნება მასში მონაწილეობის მიღება, რომ ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩაერთოს ნებისმიერ მომენტში, და სხვებთან ერთად მართოს პროცესები.
დიახ, ნებისმიერს.
და შეეძლება ერთდროულად მიიღოს შემოსავალიც, და სიამოვნებაც ამ საქმიანობით.
დიახ, შემოსავალიც და სიამოვნებაც,
ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
რადგან პროცესი იქნება შემოქმედებითი, ინტელექტუალური, და..
დიახ, კომერციულიც.
ნუ, ახლა მატერიალისტები ძალიანაც ნუ მოგვაწყდებით.
ფინანსური მხარე ძალიან არაპროპორციულია იმ ესთეტიურ სიამოვნებასთან, რომელსაც ამ საქმიდან მიიღებთ.
მაგრამ ზედმეტი კაპიკიც არავის გაწყენთ.
აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამიტომ არ ვლაპარაკობ ჯერ ამ პროექტზე დეტალურად.
სანამ სათითაოდ არ შევარჩევ იმ პირველ ოცეულს, რომლებთან ერთადაც მივცემთ ბიძგს ამ საქმეს, და რომლებიც შემდგომში მიადევნებენ თვალს და გააკონტროლებენ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელ პირველ ეტაპს.
ამ ოცეულში იქნებიან ბიზნესმენები, იურისტები, ეკონომისტები, პროგრამისტები, ჟურნალისტები, თეატრის და კინოს რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები, ლიტერატორები, ერთი მამაო, და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთიც ფსიქოლოგიც.
ხო, ერთი ავლიპი ზურაბიშვილი კი გვინდა ნამდვილად.
ხუმრობა იქეთ, მაგრამ ნებისმიერ საქმეში ყველაზე მთავარი, და რთული, – ჰალალი, პატიოსანი, განათლებული, ეროვნულად მოფიქრალი, და თან თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანების პოვნაა.
საბედნიეროდ ახლაც არიან დიმიტრი გელოვანები.
პირადად ვიცნობ, და გაგაცნობთ თქვენც.
უკვე მოაზრებულიც მყავს რამდენიმე მათგანი.
დანარჩენებიც გამოჩნდებიან, და მათთან შეთანხმების შემდეგ საჯაროდაც ვისაუბრებ მათ შესახებ ამ სივრცეში, რომ თქვენც იცოდეთ, თუ ვისთან ერთად დაიწყებთ.
დიახ, თქვენ დაიწყებთ, თქვენ!
თქვენ ყველანი, ვინც ამ პროექტში ჩაერთვებით იმ ოცი კაცის შემდეგ.
თქვენ იქნებით ბატონები.
მე და ჩემისთანები კი უბრალო შემსრულებლები.
დიახ, თქვენ ათასები, – პროცესის მეთვალყურეები და მაკონტროლებელი იქნებით.
ჩვენ,- ათი, ოცი, თუ ოცდაათი კაცი- შემსრულებელი.
და თუ ეს შემსრულებლები ვერ გაართმევენ თავს მოვალეობას, ადგებით და დააპანღურებთ.
დიახ, მეც, გუჯას, და სხვასაც, ვინც არ უნდა იყოს,- თუ ვერ ივარგებს, გაუშვებთ, და სხვას შეარჩევთ.
სწორედ ეს ვიგულისხმე, რომ ვახსენე წინა წერილში ერთ მუშაზე ასი “ბრიგადირი” იქნება, და ათასი “ჭკუისმასწავლებელი” მეთქი.
უფრო მეტიც, ” ბრიგადირებს” და ” მუშებს” ნებისმიერ მომენტში შეეძლებათ ადგილები გაცვალონ.
კიდევ მეტიც,- ნებისმიერს შეეძლება ერთდროულად იყოს ბრიგადირიც და მუშაც.
ეს რა თქმა უნდა, სურვილის და შესაძლებლობის, და უნარების მიხედვით.
საბოლოოდ, რამდენად ჩაერთვებით პროცესებში, და რამდენ მეტ კონტროლს გაუწევთ პროცესებსაც, და სხვასაც და საკუთარ თავსაც, მით უკეთესი თქვენთვისაც, სხვისთვისაც, საქმისთვისაც, და ქვეყნისთვისაც.
ხო, ჩემო ბატონო,
ბევრს არ ვილაპარაკებ მეთქი ამ თემაზე, და მგონი საკმარისზე მეტიც ვთქვი.
მოკლედ,
საქპატენტშიც ვიყავი,- იდეის და პროექტის საავტორო უფლებაზე განცხადება დავწერე.
რომ არა სთქვას მერე ვინმემ, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ როდის მინდოდაო.
დიახ, ამ ქვეყანაში გაფუჭებულ საქმეს არა ყავს ავტორი, თორემ კარგ იდეას და კარგ საქმეს ათასი მიმთვისებელი გამოუჩნდება.
სწორედ ამიტომაც დავიზღვიე თავი.
წარმომიდგენია, რამდენი ჩაეძიება ახლა, ჩემს წერტილმძიმეს, ეს რა თქვაო, იქნებ მივხვდე, და გამოვიყენოო.
ნუ იწვალებთ, როცა დავიწყებთ, თუ მერე ვინმე იგივეს გაკეთებას მოინდომებთ, აუცილებლად დაგეხმარებით.
რადგან მე თვითონ ვარ დაინტერესებული, რომ ის, რაც მაქვს ჩაფიქრებული, მერე სოციალურ მოძრაობად რო გადაიქცეს.
მაგრამ მოწესრიგებულ მოძრაობად.
სხვა რა ვთქვა,
დღეს პირველი სექტემბერია და ამ ერთი თვის განმავლობაში დიმიტრი გელოვანებთან მექნება შეხვედრები.
სათითაოდ შევუთანხმდები, და შემდეგ ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ პროექტის გაშვების თაობაზე.
და დავიწყებთ.
როდის?
ეგეც მალე, სულ მალე.
.