რავი, ვიტყვი კიდევ ერთხელ, თუმცა დიდი ნოსტრადამუსობა არ უნდა ჩემი აზრით იმას, რაც ხდება.
არჩევნების ტოტალურად გაყალბების , და შემდეგ ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ხალხის დარბევის შესაძლებლობა, – ივანიშვილის ერთადერთი კოზირია ამერიკის ელჩთან შეხვედრის წინ.
და შესაბამისად უკვე მთავარი ხდება არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროცესები.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება საპროტესტო აქცია, და ვინ რაზეა წამსვლელი ორივე მხრიდან.
მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე დალაგებულია ამერიკა – რუსეთის ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ 27 ოქტომბერს ვაჭრობის ბოლო ეტაპი შედგება, და ქოცი ეცდება დამატებითი გარანტიები მიიღოს დამარცხების აღიარების სანაცვლოდ.
სწორედ ეს იგულისხმა ივანიშვილმა, როცა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის ელჩთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა, და რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, თუ რა “ბაგაჟით” მივა ამ შეხვედრაზე.
პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს აშკარად, მაგრამ სანქციებს აირიდებს, და შეუძლია პრეზიდენტის პოსტსაც გამოკრას ხელი და ჩათვალოს, რომ კიდევ 6 წელი შოკოლადშია.
ნუ, ისიც და მთელი დანარჩენი პოლიტშანტრაპაც.
ჩვენ ვიკითხოთ, თორე,
მგელს, და მგლისფერ ძაღლს, ახლა მგლისფერი თხები რო დაემატებიან.
.