You are currently viewing მთელი ქვეყანა ისედაც ჩემია

მთელი ქვეყანა ისედაც ჩემია

ავტოკალამი მაჩუქეს, ჩემი სახელობის, ბრილიანტის თვლით გაწყობილი.
და თან, ” წერე, წერე, ბიძიაო, მტერს დაასვე ისარიო”, – მითხრეს,
აკაკის თქმით წამეშპილკავეს, ხო,
ანუ, “თუ მწერალი ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო”.
გამეცინა,
მეთქი, რაც მე ჟურნალ-გაზეთებში, წიგნებში, ინტერნეტპორტალზე , და სოცქსელში ლექსები, მოთხრობები, პიესები, წერილები, და სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებზეც პუბლიკაციები მაქვს გამოქვეყნებული ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში,
იმდენი დრო წაიღო მეთქი, ამან, იმდენი ფურცელი, იმდენი ფაილი, იმდენი მეგაბაიტი,
ამის მაგივრად ყოველდღე ქუჩაში რომ გავსულიყავი და თითო აგური მეპოვა სადმე, და მომეტანა და დამეწყო,
ახლა საკუთარი თეატრის ასაშენებლად მეყოფოდა, მეთქი.
ვინც ეს მაჩუქა, იმას ვეუბნები, ხო.
სამაგიეროდ, მაყურებელი არ გეყოლებოდაო, და, რო წერ, და რო იციან, რასაც წერ, ახლა გეყოლებაო.
მართალია, ხო, იცი.
ყველაფერს თავისი დრო აქვს, თავისი დრო.
და დედამიწასაც ინტერესი ატრიალებს, ჩემო დომენიკო.
მოკლედ,
ავტოკალამი, და ჩემი სახელობის უკვე მაქვს,
ჩემი სახელობის პრიზიც მაქვს, ლიტკონკურსის, და სიგელდიპლომით.
ჩემი სახელობის წიგნებიც მაქვს.
დარჩა,
ჩემი სახელობის თეატრი,
ჩემი სახელობის ქუჩა,
ჩემი სახელობის ქალაქი,
თორე მთელი ქვეყანა და მთელი დედამიწა ისედაც ჩემია.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა