
გამეცინა, აზერბაიჯანში წაუღია სპექტაკლი.
ნწ, ის არა, – რუსთაველის გინებას შემდეგ ჯერზე წაიღებს ბაქოშიც, და მერე ერევანშიც და ჩვენზე ლაზღანდარობით გაახარებს ჩვენს ჩასაფრებულ მეზობლებს.
ჩვენთან ფარულ ჯიბრში რომ ატარებდნენ საუკუნეებს, და რა წაგვართვან და რა მიისაკუთრონ, მუდამ იმას რომ ცდილობენ.
ასეა, ასე, – თორემ ერთი დავით გარეჯს არ წაგვიბილწავდა ჯარისკაცის ჩექმით და შარდით, და მეორე ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექს.
ნუ, ეს თემა სხვა თეატრია, და ამის შესახებაც საკმარისად ვისაუბრე თავის დროზე,
ფურუნკულ სტურუას დავუბრუნდეთ.
რამდენჯერ უნდა გასკდეს, ეს ჩირქის გროვა, მართლაც,
ხო, შეიძლება ქართველ მაყურებელს არ წაუკითხავს ესქილე,
მაგრამ რატომ ჰგონია , რომ არც აზერბაიჯანელებმა არ იციან ვინ იყო ძველბერძენი ტრაგიკოსი,?
დიახ,
თუ ვინმეს დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ რუსთაველის გაბახების მცდელობამდე, სტურუამ ესქილე და მისი ” მიჯაჭვული პრომეთე ” გააუპატიურა.
დიახ, ეს სპექტაკლი წაიღო აგერ, ახლა, ბაქოში რობინზონამ.
და მინდა გითხრათ, რომ არც ამ სპექტაკლს არაფერი არა აქვს საერთო ესქილესთან, სახელის გარდა.
კიდევ კარგი “მიჯაჭვული ამირანი” რო არ დაარქვა,
ეტყობა ვერ გაბედა მაშინ ” ამირანის” ხსენება,
როცა ეს სპექტაკლი დადგა, მაშინ ჯერ კიდევ არ დადიოდა პამპერსით.
მაგრამ მანიაკობის და შემოქმედებითი გამოფიტვის ნიშნებს უკვე იძლეოდა ეს “პრომეთეც”,
და ამ ფაქტს “ვეფხისტყაოსანმა” დაუსვა მერე იგივე დიაგნოზი.
დიახ, ვისაც ნანახი აქვს ორივე, არ გაუკვირდება, რასაც ახლა ვიტყვი.
ორივე სპექტაკლი თითქმის ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს.
დიახ, ერთი გაუპატიურება თითქმის ზუსტი ასლია მეორესი.
აქაც ჰეფესტო, ზუსტად რამაზ ჩხიკვაძის ხმით და პახოდკით და მანერებით, მთელი წარმოდგენა გიჟივით დადის „დიონისე, დიონისეს“ ძახილით სცენასა თუ პარტერში.
ჰა? არაფერს გაგონებთ სტურუას “ვეფხისტყაოსნიდან”?
დიახ, დიახ, – როსტევანს,
რაც შეეხება იმ დანარჩენს, რაც ხდება სცენაზე,
აქაც, რეჟისორმა, რომელსაც სათქმელი არაფერი ქონდა, ერთ ტაფაზე მიახრუკა უკვე გაცვეთილი თეატრალური მეტაფორები,
და ერთმანეთში არეული მუსიკაც სხვადასხვა ფილმებიდან, კიდევ რაღაც სიმბოლოები, და სპეცეფექტებით და განათებებით.
არც ეს გაგონებთ არაფერს?
დიახ, მაგრამ ეს “პრომეთეშია” ,
კაიხნით ადრე რო დადგა, “ვეფხისტყაოსნამდე” სტურუამ.
იქაც იგივე აჯაფსანდალი.
და ადგეს ახლა მაყურებელი და იმტვრიოს თავი, რა ღრმა შინაარსი ჩადო ამ ყველაფერში სტურუამ.
ანდა იპოვოს 10 განსხვავება მაინც , ამ ორი ნაწარმოების ინსცენირების ხერხებს შორის –
დიახ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ “პრომეთეს” პერსონაჟებს მხოლოდ სახელები შეუცვალა რობინზონმა, ფრაზებიც სხვა ჩასვა, და ასე გამოაცხო “ვეფხისტყაოსანი”.
ან იქნებ, საერთოდ დაავიწყდა სტურუას რომ ზუსტად იმნაირი კონცეფციის სპექტაკლი უკვე დადგა?
არ გამიკვირდება, ხო, კაცს ხანდახან ჭადის სახელი ავიწყდება, და..
და ახლა იცის რომელი სპექტაკლი წაიღო აზერბაიჯანში?
აბა, არაა ძმაო, ეგ პიესა ესქილესი,
თვითონაც ამბობს ამას,
სად და,
თუ გადაშლით “პრომეთეს” პროგრამას შავით თეთრზე შემდეგი წერია.
“თარგმანი რობერტ სტურუასი.”
ეგ კიდევ ახალი პრიკოლი.
ეს რას ნიშნავს, ” თარგმნაო”,
რა, ძველი ბერძნულიდან თარგმნა რობინზონმა პრომეთეს მითი ?
ბერძნულიც იცის ?
მაგრამ თუ გავიხსენებთ, “ესე სპარსული ამბავი” როგორ “თარგმნა” სტურუამ, – დალაგდება ყველაფერი.
ბაქოში, ნაღდად, ჯერ არ იციან რა ასქესებს რობინზონას.
“ვეფხისტყაოსანს” რო წაიღებს, – მიხვდებიან მერე.
რავი ხალხო, სხვისი ნაშრომის მითვისებას პლაგიატი რომ ჰქვია ვიცი,
აი, საკუთარ საცოდაობას რო სხვისი, ვინმე ცნობილის სახელს რო მიაწერ, – ხან ესქილეს, და ხან რუსთაველის სახელს რო დაარქმევ- აი, ამას რაღა ქვია, მითხარით ერთი.
ბიჯო, ვინმე მეგობარი და მართლა გულშემატკივარი, ერთი მაინც, – არ ჰყავს ამ კაცს?,
დააბით, თორემ ერთხელაც სცენაზე მართლაც მოისაქმებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ამის გაპრავებაც მოგიწევთ მერე,
მითქვია, მე თქვენთვის.
.
01. 05. 2026.
.
