You are currently viewing საქართველოსთან და საქართველოსთვის

საქართველოსთან და საქართველოსთვის

დღეს 18 თებერვალია,
და ჩვენ 3 წლის გავხდით.
ვინა ხართო და რა გინდათო,
არ მიკვირს, რომ გვეკითხებიან, ჩვენ კი არა, 150 წელი კითხულობდნენ, სწავლობდნენ, აკეთებდნენ მოხსენებებს, იცავდნენ დისერტაციებს, იღებდნენ ფილმებს, დგამდნენ სპექტაკლებს, და დღემდე ვერ გაუგიათ რა არის ილიას გზა, და რა არის ილია.
ვინ არის ილია, კი არა, – რა არის ილია.
რა არის ილია?
ეროვნული პროექტების მეშვეობით პასუხისმგებლობის და თვითორგანიზაციის უნარის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნა, და ამ რესურსის მეშვეობით სისტემური ცვლილებების დაწყება.
და ეს ყველაფერი იმისთვის, დაცული რომ იყოს, და მუდმივად რომ არსებობდეს მოცემულობა – მამული, ენა , სარწმუნოება!
აი, ეს არის ილიას სწავლების ანი და ბანი
აი, ეს არის ილია!
და საადგილმამულო რაღა არის?
ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შეიძლება ვთქვა, ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის გარეშე ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც წესით ხელისუფალი უნდა აკეთებდეს.
ვაკეთებთ, რადგან, მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, და არა ხელისუფალის, და ვიცით, როგორ ვაკეთოთ, რადგან ვიცით, თუ რა არის ილია, და მეტიც, ვათანამედროვებთ ილიას გზას,
21- ე საუკუნეში გადმოგვაქვს,
გადმოგვაქვს და ილიას გზას ვუმატებთ ხელისუფლებებზე ზემოქმედების მექანიზმების -სრულუფლებიანი რეფერენდუმის და დეპუტატის გამოწვევის წესის დამკვიდრებისთვის , დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნისკენ მიმართულ და პოლიტგანათლების გავრცელებისთვის აუცილებელ საქმიანობებს,
და კიდევ ერთს, და ძალიან მნიშვნელოვანს,
ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, ერის საკაცობრიო ფუნქციის გამოკვეთისკენ მიმართულ ღონისძიებებს –
ქართველმა ერმა უნდა აიღოს თავისთავზე მსოფლიო მცირეერების გამაერთიანებელის ფუნქცია.
ასეთი ფუნქცია აუცილებელია,
უფუნქციოდ დარჩენილი ერი განწირულია გასაქრობად, კაცობრიობას უნდა ჭირდებოდეს ერი, სამყარომ მას არსებობა რომ გაუხანგრძლივოს.
აი, ეს არის საადგილმამულო,
და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ილიათმცოდნეობის ისტორიაში საადგილმამულომ ყველაზე პირველად, ყველაზე სრულყოფილად და ზედმიწევნით ზუსტად განმარტა ილიას სწავლების არსი, და მეტიც, განავითარა, და პრაქტიკულად ვანხორციელებთ კიდეც მას.
და დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები ილიას გზის სწორედ ისეთი ფორმულირებით ისარგებლებენ, რომელიც მას საადგილმამულომ მისცა.
დიახ, ჩვენ 3 წლის გავხდით, უკვე დასრულებული, თუ დაწყებული უამრავი პროექტით, რაც სულ მალე, რეალურ სივრცეში, ისტორიულ მარტყოფის ველზე, მარტყოფის ველის მცველებთან და პირველმოსახლეებთან ერთად დაიდებს ბინას.
დიახ, ჩვენ 3 წლის გავხდით,
და ვართ და ვიქნებით მარად და ყველგან საქართველოსთან და საქართველოსთვის.
.
საქართველოს საადგილმამულო ფონდი.
18 თებერვალი.
2023 წელი.
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა