You are currently viewing ცხრატყავზე გადამხტარი რეჟისორის ამბავი

ცხრატყავზე გადამხტარი რეჟისორის ამბავი

“აქა ჰამბავი, ცხრატყავზე გადამხტარი ერთი რეჟისორისა.”
.
დიახ, იმას, რაც მაყურებელმა 5 აპრილს რუსთაველის თეატრში იხილა, ეს სახელწოდება უნდა ჰქონდეს, რადგან რაც სცენაზე ხდებოდა, ის არ იყო “ვეფხისტყაოსანი”.
ეს იყო დანაშაული, და დანაშაულსაც მისი ავტორის სახელი უნდა ერქვას.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს სპექტაკლი არ არის მაყურებლისთვის დადგმული, – ეს სპექტაკლი სტურუამ საკუთარ თავს მიუძღვნა.
ყველა ამორალურობიდან, რაც ამ პაროდიაშია, ერთ დიდ უზნეობად ის მომენტი უნდა ჩაითვალოს, როცა რობერტ სტურუა გარდაცვლილ პატრიარქს ბაძავს.
დიახ, – მამალი ათეისტი სტურუა, რუსთაველის სტროფის დამახინჯებით, და გარდაცვლილი ილია მეორის ხმის და საუბრის მანერით წაბაძვით, და სიტყვებშორის აშკარად პატრიარქისთვის დამახასიათებელი პაუზებით – წარმოდგენის დასაწყისშივე ამჟღავნებს საკუთარ განზრახვას, თუ რისთვის დადგა ეს სპექტაკლი.
და მაინც რატომ დასჭირდა ილია მეორის სახების შენიღბულად შემოტანა ?
ამას სხვა მიზეზებთან ერთად, დამნაშავის ის ქვეცნობიერიც აიძულებს, ქურდს რომ ეკლესიას აშენებინებს, ცოდვების გამოსასყიდად,
და სიცოცხლის ბოლო წლებში მყოფი ბებერი ათეისტიც რომ მიჰყავს იმ შიშნეულ დასკვნამდე, – „რომ იქნებ ყველაფერი რაც ხდება, მართლაც ღმერთის ნებით ხდება?“,
და თუ ასეა, იმის იმედიც სურს ქონდეს, რომ თუკი დანაშაულს ჩადის, და მკრეხელობს, – ყველაფრის მიმტევებელი ღმერთი ამასაც აპატიებს.
ამ მიზეზითაც დასჭირდა ილია მეორეზე მინიშნება.
გარდაცვლილი პატრიარქის სახებაც სურს მის ბანაკში რომ იყოს, – ინდულგენციისთვის.
და ერთი ნარცისული გადაკრულიც არის აქ.
თუ ჩათვალა, რომ ყველაზე უკეთ პატრიარქის გახმოვანებას თვითონ შეძლებდა,
გამოდის, რომ თვითონაც პატრიარქად მიაჩნია თავი, – ანუ, ისეთ ავტორიტეტად, რომელიც კრიტიკის მიღმა დგას, და რომლის განსჯა მხოლოდ უფალს ხელეწიფება.
აგერ, ეს სტროფიც და შემდეგ კი ყურადღებით წაიკითხეთ, „ვეფხისტყაოსანის“ 1986 წლის გამოცემაში, პოემის დასასრულს, სულ სხვა ფორმით რომ არის, და მიხვდებით რა არის ამოჭრილი, და ჩამატებული.
—-
„ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, – მე მათად სახუმარებლად“.
——
და თუკი 100 ლარსაც გაიმეტებთ, და დანაშაულის ადგილი გინდათ პირადად ნახოთ, ყურადღებით მოუსმინეთ, თუ როგორ კითხულობს ამ სტროფს თვითონ.
დიახ, ეს არის მისი მიზანი, მის მიერვე გაჟღერებული – იხუმროს და დასცინოს რუსთაველს.
და ღმერთის წინაშეც შიშიც კი უძლურია იმ სურვილთან, რაც დიდი ხანია ამოჭრილი აქვს გულში.
და, სანამ მივალთ იქამდე, თუ რას ეცადა, და საბოლოოდ რა გამოუვიდა, ჯერ ვიტყვი ერთ ჭეშმარიტებას.
შეიძლება იგრძნო რაღაც, აღიქვა, ზედაპირული მხარე, მაგრამ ვერასოდეს ვერ “წაიკითხავ” სრულად სხვის მიერ დადგმულ სპექტაკლს, ვერ დაინახავ მთლიან სურათს, – თუ არ შეგიძლია მეტაფორული აზროვნება.
და ახლა, ამ თქმით, არ ვაყენებ ზოგადად მაყურებელს შეურაცხყოფას,
მაყურებელს უფლება აქვს ქონდეს საკუთარი აზრი ყველაფერზე, თუნდაც სცენიდან წაკითხულ მენდელეევ- კლაპეირონის განტოლებაზე, – ესმის თუ არა ეს.
და შეიძლება ვერ განმარტავდეს რაღაცას, მაგრამ გრძნობდეს, რომ აქ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, და მის რეაქციას ყური უნდა მივუგდოთ.
მაგრამ თეატრთმცოდნეს უნდა შეეძლოს, და ევალება კიდეც, ობიექტურად ახსნას რა სურდა, და რა გამოუვიდა რეჟისორს, და ამისთვის მისი როლი უნდა მოირგოს.
სწორედ ისე, როგორც გამომძიებელი ვერ გახსნის დანაშაულს, თუ დამნაშავის ტყავში არ ჩაძვრა.
და თუ არ ესმის დანაშაულის ფსიქოლოგია, და თუ რას მიყავს დამნაშავე დანაშაულამდე, და რა ამოძრავებს, და რაც მთავარია, რა შეუძლია გააკეთოს კვალის დასაფარად.
და კიდევ, –
სიმართლის დადგენა ერთია, და სიმართლის თქმა კიდევ, მეორე, ხო?
რადგან როცა დანაშაულს ხედავ, და დუმხარ, ეს კიდევ ცალკე დანაშაულია.
დიახ, – სტურუას შემთხვევაშიც, სწორედ დანაშაულთან გვაქვს საქმე.
და თან გამოცდილი რეციდივისტის დანაშაულთან.
მაგრამ თუკი ცნობილია დამნაშავის მიზანი, და მისი მოტივაცია, მერე მარტივია ის მეთოდებიც გამოიტანო მზის სინათლეზე, რითიც სჩადის ის დანაშაულს.
ანუ, რა ვიცით?,
მისი მიზანი, – მანვე რომ გაგვიცხადა სპექტაკლის დასაწყისშივე,- დასცინოს რუსთაველს.
და მისი მოტივაცია- რაც წლების წინ აქვს, გაცხადებული, – “ვეფხისტყაოსანი” რომ სძულს, იდიოტობად მიაჩნია, და უფრო მეტიც, – მავნებლობად.
და რომ აქვს დაუძლეველი სურვილი, – “ამხილოს”.
და შესაბამისად, დანაშაულის საერთო სურათის აღსაქმელად, ახლა იმ ინსტრუმენტებს უნდა შევეხოთ, რომლითაც სურს სტურუას მიზნის მიღწევა.
ხო, არ არის ეგ ძნელი, თუ შეგიძლია მხატვრული სახეების წაკითხვა, თან როცა ვიცით, რომ ალეგორიების და მეტაფორების ახსნის გასაღები, სწორედ სტურუას ავადმყოფურ მისწრაფებებში რომ უნდა ვეძიოთ.
და მაშინ იმ საქაღალდეს, რომელშიც დამნაშავის საქმე დევს, შეიძლება მართლაც წავაწეროთ.
” ცხრატყავზე გადამხტარი ერთი რეჟისორის ამბავი “
ნუ, თუ ისევ მეტაფორას მოვიშველიებთ, შეიძლება სხვანაირადაც ვთქვათ , თუ საიდან შეიძლება იყოს დაგდებული, და თან ჭიის წამლით, ასეთი რეჟისორი.
დიახ, ეს სპექტაკლი ამბავია იმის შესახებ, თუ რა ბოლშევიკური გარდასახვებით, და ცხრა პირი ტყავის გამოცვლით მიუდგა სტურუა ყველაფერ იმას, რაც არის “ვეფხისტყაოსანში”.
სპექტაკლი რომ პაროდიის მცდელობაა, – ეს უკვე ერთი მკრეხელობაა,
და ის კი მეორე, – რომ სურს საკუთარ თავს აჩვენოს, თუ როგორ იომა, და როგორ გაიმარჯვა, ვითარცა ” ღმერთთან მებრძოლმა იაკობმა”
დიახ,
ეს სპექტაკლი მაყურებლისთვის არ არის, – ეს სპექტაკლი სტურუამ თავის თავს მიუძღვნა.
სურვილი არის, მიზანი არის,
დანარჩენი კი ტექნიკის საქმეა, – თუნდაც გაცვეთილი ტექნიკის, მაგრამ მაინც დიდი გამოცდილების მქონე კაცის ხელში.
და პროფესიონალი დამნაშავისთვის აუცილებელი “ატმიჩკის”, “ფომკის”, და სხვა ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, სპექტაკლის ყველა პერსონაჟში საკუთარი თავი ყავს პროეცირებული.
პროეცირებული, დიახ!
დიახ, !- ამ სპექტაკლის მთავარი მოქმედი პირი, ხან ღიად, ხან შეფარულად თვითონ სტურუაა!
საკუთარი თავი ჰყავს ჩასმული ყველგან.
დიახ, თავის მიზნის შესასრულებლად სპექტაკლის მსვლელობაში რამდენიმე ტყავს იცვლის.
იწყებს მთხრობელიდან, – როცა პატრიარქის ხმით აცხადებს, რომ წიგნზე ქილიკობას და დაცინვას აპირებს,
გადადის როსტევანში- როცა წიგნის ყოველ დანახვაზე უაზრო ემოციებშია,
ისევ როსტევანშია, – როცა “ტარიელ- ვეფხისტყაოსნის” თოკით შებოჭვა, და მონადირება, მოთვინიერება, და დამორჩილება სურს.
ისევ როსტევანში ზის, – როცა საცირკო მუსიკის ფონზე ვედროებით ნეხვი და ვარდი შემოაქვს , და აშკარა ხდება, რომ ორივე ვედროს, ერთი და იგივე ადრესატი – “თინათინი- ვეფხისტყაოსანი” – ჰყავს.
კვლავ როსტევანშია, – როცა მისი სულის დემონებისგანვე “თინათინ – ვეფხისტყაოსნისთვის” ვარდების მიძღვნას ადევნებს თვალს, და აშკარა ხდება, რომ “სტურუა-როსტევანის” ვარდები სწორედ რეალური სტურუას რეალურ ნეხვზეა ამოზრდილი.
“თინათინ – პოემას” ნეხვში ამოსვრით დასაფლავებას რომ უპირებს, იქედანაც სჩანს, როცა თინათინის მეფედ გამოცხადების შემდეგ საპანაშვიდო მუსიკის ფონზე სტურუას სულის დემონებს მხრებზე გადებული თინათინი მიცვალებულივით რომ მიჰყავთ ტახტამდე.
ქვესკნელიდან ამოსულ და წიგნით ხელში, შავ შენიღბულ დემონშიც – სტურუაა.
სტურუაა პროეცირებული ავთანდილშიც- როცა ავთანდილიც რუსთაველის ფრაზებს განზრახ ჩეხავს, და ხაზგასმული ირონიით.
და სწორედ ავთანდილში “ჩამჯდარი” სტურუას ავადმყოფი გონება ხედავს და აღიქვამს თინათინს შიშვლად, და განძარცვულად.
დიახ, რუსთაველს მიაწერს იმას, რაც რუსთაველთან საერთოდ არ არის,
და რუსთაველისეული სიტყვები “ყარყუმნი უსაპირონი”,- ანუ, ცხოველის ბეწვეულით შეკერილი მოსასხამი, მოცმული სამეფო ნიშნებისგან განძარცვულ, მოურთავ კაბაზე, – წარმოაჩინო შიშველ სხეულზე მოცმულ უსარჩულო, გამჭირვალე სამოსად?- , მართლაც რა ცხოველი უნდა იყო, და რაოდენ დიდი სურვილი უნდა გქონდეს, წაბილწო რუსთაველი.
დიახ, ეს სტურუა აღიქვამს “თინათინ – ვეფხისტყაოსანს” როგორ თავგასულ, კაპასს, და ისტერიულ ქალს, და მისი დაუფლების, გაუპატიურების, გასვრის, და გაფუჭების ხორციელი ჟინი აქვს,
და არა მისი სულიერების, და მისი ჭეშმარიტი არსის შემეცნებისა.
ამისთვის წრიალებს სტურუა, ამისთვის მოძრაობს ის პერსონაჟიდან პერსონაჟში.
ამისთვის იცვლის ცხრატყავს.
დიახ, სტურუა ავთანდილის ორგაზმშიცაა – , როცა “თინათინს” აუპატიურებს,
და ალბათ, ვეღარ გაბედა, თორემ ავთანდილს თავზე პრეზერვატივსაც ჩამოაცმევდა საკუთარივე გამოსახულებით.
ეს უნდოდა, ეს ,- წლებია ეს უნდოდა.
დიახ, “ვეფხისტყაოსანი” მისთვის, შემთხვევითაა “გამეფებული” და ხალხისგან დროში და სივრცეში უსამართლოდ პატივცემული,
რომელიც – სტურუას აზრით, -დროა, და აუცილებელიცაა, ქალივით იხმაროს, მანაც და მაყურებელმაც.
და ფიქრობს, რომ ამის დრო მოვიდა, რადგან უკვე გამოფიტულ რეჟისორს, უკვე შემოქმედებით იმპოტენტს, და ცვედანს, უკვე სხვა არაფერი არ აღაგზნებს,
ლოთობაც, კი.
ვერაფერი აღაგზნებს სულიერების წაბილწვის გარდა, სიშავის გარდა, და სიშავის კეთების გარდა.
დიახ, სიშავე, – ეს ის ფერია, რომელიც ასე უხვად აქვს სპექტაკლში.,
თორემ რუსთაველის თვალით რომ ნდომოდა დანახვა ” გვაქვს უთვალავთა ფერითა” სამყაროს, სულ სხვაგვარად წარმოაჩენდა,
არა, – მას სიშავე და სიშავის კეთება ასქესებს,
და ამ სიშავის გვტენის ჩვენც,
გვტენის შავი სამოსით, გვტენის კანალიზაციის “ტრუბების” ტყესთან ერთად,
და უმხედრო, და უპატრონო ცხენით ამ ტყეში,
გვტენის თავისი სულის სიცარიელეს და სიშავეს, სცენის იატაკზე უმისამართოდ ჩარჭობილი ისრებით და ხმლებით, სამწვადე შამფურებს რომ გვანან.
მიწისქვეშეთიდან, – მისი სულიდან – ამოსული შავტანსაცმლიანი დემონების მუდმივი ჩხუბით, და უაზრო ყვირილით და მუდამ თეთრ ბილიკების,- ერთადერთი ნათელი ფერით ამ სპექტაკლში – თელვით.
მისივე სული დემონებს ფეხებით ათელინებს ქვეყნის რუკასაც,
იმ რუკას, ვითომ რომ ეფერებოდა თავიდან, – მერე კი კეცავს, და ჭმუჭნის, და ხელსახოცად, და ფეხსახოცად ხმარობს.
ხო, ასე, სიშავის მოძალებით, ფონს იქმნის რუსთაველის და მისი პოემის გასაუპატიურებლად.
დიახ, “ვეფხისტყაოსანის” დაცინვით, მასზე ქილიკით, მასზე ძალადობით, ფიქრობს შური იძიოს იმ დამცირებაზე, რომელიც პოემისგან იწვნია –
და რატომ გახდა შურისმაძიებელი?
რატომ, და ვერც ადრე, და ვერც მერე, რომ ვერ გაიგო, და რომ ვერ შეძლო, და ვერ ავიდა “ვეფხისტყაოსნის” გმირების მისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე,
რომ ვერ ხვდება საერთოდ, რისთვის დაიწერა ეს ნაწარმოები.
და განა რუსთაველის დროს, არ იყო შური, მტრობა და ბოროტება, კაცისკვლა, და სიძვა, მაგრამ რუსთაველმა რას უმღერა, ხო?
რათა, თუ ოდესმე სულიერი ჟამიანობა დადგებოდა, ქართველს ქონოდა ზნეობრივი ორიენტირი.
მაგრამ არ იცის ეს სტურუამ, არ უნდა დაიჯეროს, რომ ეს ამისთვის გაკეთდა,
არც იცის, როგორ გადაარჩინა საუკუნეებით დაკარგული რუსთაველის ისევ გამოჩენამ საქართველო, იმ დროს, როცა მამები შვილებს ტყვედ ყიდიდნენ, და დედები ცოცხლად მარხავდნენ.
გადაარჩინა იმით, რომ ისევ ავთანდილობა, თინათინობა, და ნესტანდარეჯნობა მოანდომა სახედაკარგულს.
მაგრამ ვერ ხვდება ამას, როგორც იმას, თუ ვინ იყო სანდრო ახმეტელი, ვისაც – მისი განცხადებით- მიუძღვნა თურმე ეს სპექტაკლი.
ცრუობს ფარისეველი.
რადგან არ იცის, და არ უნდა დაინახოს, რომ ახმეტელიც ღირსეულ წარმომავლობას ახსენებდა ბოლშევიკური ტერორის ქვეშ გაწოლილ, გახლეჩილ და ურთიერთდაპირისპირებულ ქართველობას, და ამას აკეთებდა მთელი 10 წელი.
და რომ სწორედ ამიტომ დახვრიტეს ახმეტელი.
ვერ გაიგო შექსპირიც, – ვისი პიესებიც გმირების სამჭედლოა.
ვერ გაიგო ესქილეც,- ვისი სპექტაკლების შემდეგ მაყურებელი ამფითეატრიდან პირდაპირ ბრძოლის ველზე რომ მიდიოდა.
ვერ ხვდება და არ იცის საერთოდ, რა არის თეატრის დანიშნულება,
რომ ადამიანის ინსტიქტებში კი არ უნდა იქექო, და მისი ბინძური საცვლები კი არ უნდა ააფარო თვალებზე, – ამას ადამიანი უშენოდაც ხედავს- არამედ სცენიდან უნდა აჩვენო ის, ვინც მაყურებელს საკუთარ სისუსტეს დაავიწყებს, როცა სხვას, ანდა ქვეყანას, მისგან ხელისშეშველება სჭირდება.
დიახ, არ იცის, რომ ესქილესაც, შექსპირსაც, რუსთაველსაც, და ახმეტელსაც ერთი დიდი ნიშანსვეტი აერთიანებთ.
რომ ამ მართლაც გენიოსებს, უბრალო ადამიანები ღმერთკაცებად გამოჰყავდათ, რათა მაყურებელს მათი მიბაძვის სურვილი გასჩენოდათ,
და განა იგივე არ გვჭირდება დღეს?
განა გმირებზე არ უნდა ვისაუბროთ, რომ გმირობა მოვანდომოთ სხვასაც?
რუსთაველი რომ სძულს, და რომ არ იცის – ცხადია,- მაგრამ არ იცის ვაჟაც, ჭილაძეც, დუმბაძე , გაბრიაძე როგორ ეფერებოდნენ ადამიანებს.
არ იცის, ეს, ანდა არ სურს ამის დანახვა.
და დოჩანაშვილიც არ იცის, – ბოზი ტერეზა დომენიკოს სიყვარულმა და ღირსეული სამოსელის ჩაცმამ, ნამდვილ ქალად როგორ გადაქცია,
ნამდვილ ქალად გადააქცია უბრალო მოფერებამ კამორელი დილის ქალიც, – უბრალო მოფერებამ, დიახ.
ამ ბებერმა მარაზმატიკმა კი პირიქით, – თინათინს, დედოფალს და მეფეს, – სამოსელი შემოახია, და დილის და საღამოს ბოზად გადაგვიქცია.
დიახ, უზარმაზარი სხვაობაა მიწაზე მღოღავ სტურუასა და ცისკიდეზე მოსიარულე გენიოსებს შორის.
სწორედ ცისკიდეზე მოსიარულეთ, – რადგან, ესქილეს, რუსთაველს, შექსპირს, ვაჟას, ახმეტელს, გაბრიაძეს, დუმბაძეს, დოჩანაშვილს, და ბევრს კიდევ ასეთს, – ადამიანი უყვარდათ.
სტურუას კი სძულს ადამიანი!
და რომ სძულს იქედანაც სჩანს, პრემიერა რომ სწორედ აღდგომამდე, ანუ, ყველაზე მძიმე მარხვის დროს რომ დანიშნა, და საკუთარი სიბილწე და ცოდვა გამოფინა სცენაზე, და უფრო უარესიც, – დააპირისპირა ადამიანები, და მიზანმიმართულად უბიძგა მძიმე ცოდვისკენ.
დიახ, სძულს ადამიანი, – რადგან გარტყმაშიც არ არის, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული, და ნამდვილი მეგობრობა, და რა არის სამშობლო- არ ესმის,
რადგან მას, რუსულ განათლება მიღებულს, რუსული თეატრალური სკოლის წარმომადგენელს, – სამშობლო არცა აქვს.
და რომ ერთხელაც , დადგა მისთვის მიხვედრა, რომ “ვეფხისტყაოსნის” სტანდარტებით, სტურუა ქაჯიც კი არაა,
უბრალო კაცუნაც კი არ გამოდის,
და თანამდებობა რომ არ ქონდეს, არაფერი არ არის, – სრულიად არაფერი.
ამიტომაც მოუნდა ამ “არაფერს ” რუსთაველის, ანუ ” ქართველისთვის ყველაფერის” დამცირებით საკუთარი თვითშეფასების აწევა.
დიახ, სტურუას სპექტაკლი მისი პირადული ომია რუსთაველთან,
და რომ პირადულია, პრემიერის დამთავრების შემდეგ, “ბისზე” მისი მოქმედებაც ადასტურებს,
საკუთარი პერსონის სცენაზე გამოყვანით რომ მოინდომა საბოლოო აქტის, და საკონტროლო გასროლის განხორციელება,
და ალბათ კიდეც აპირებდა თქმას, – “გაჯობეო, რუსთაველო!”
მაგრამ პრემიერაზე მისული ასობით მაყურებელის თვალწინ ბებერი მარაზმატიკის მიერ მოქნეული ხმალი იატაკში არ ჩაერჭო!
ესეც კი ვერ შეძლო.
და ბოლო სათქმელი პირზე შეახმა ცვედანს.
ხო, განგებამ, – სამყაროს ამ ყველაზე დიდმა დრამატურგმა, და რეჟისორმა იცის, სად და როგორ დასვას ფინალური წერტილი.
სტურუამ თავისი ომი წააგო.
და ისე, რომ ვერც მიხვდა, – “ვეფხისტყაოსანი” კი არა, საკუთარი თავი რომ გაიუპატიურა.
და ვერც ვერასოდეს მიხვდება, რომ ნებისმიერი ბოროტი ზრახვით შეჭიდება რუსთაველთან, – გინდა მისგან, გინდა სხვისგან, – იგივეა, “დვარნიაჟკა” ძაღლმა რომ დაუწყოს ყეფა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
ანდა, ლოთმა რომ მოინდომოს მის თავზე, მაღლა, მზეს რომ მიაშარდოს.
მოინდომეთ, აბა, კიდევ, ვინმემ – თქვენვე ამოისვრებით.
ეგ არის, ეგ.
და ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ, ვინმემ შეიძლება იფიქროს, თუ ასე მეტაფორებით შეფუთაო თავის განზრახვა, მაინც გენიოსი ყოფილაო, – ბოროტიო , მაგრამ მაინც გენიოსი.
არა, – რადგან ახალი და საკუთარი, არც არაფერი ქონდა სტურუას ამ სპექტაკლშიც,
ის ფორმაც არ არის ახალი, რითიც ცდილობდა სტურუა რუსთაველთან ყეფას,
არც სიშავე, არც კანალიზაციის მილები,
არც მისი სულის დემონები, არც რუკა, არც ნეხვი, და არც ვარდები,
და მით უმეტეს, არც ცხენი,- სპექტაკლიდან სპექტაკლში რომ დაათრევს,
და არც საკუთარი თავის პროექცირება სპექტაკლის პერსონაჟებით.
ეს ყველაფერი იყო, – უკვე, იყო, მრავალ ევროპულ თუ ამერიკულ წარმოდგენებში.
ეს ყველაფერი პლაგიატია,
და ყველაფერი სამყაროსავით გაცვეთილი.
ერთადერთი რაც იყო მართლაც ” ახალი” , – ეს იყო მისი მცდელობა, გაეთახსირებინა რუსთაველი,
და ქართული თეატრის ისტორიაში, ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა რეჟისორი საკუთარი ერის კულტურულ მემკვიდრეობის გაუპატიურებას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ დაუოკებელ მაზოხისტურ ჟინთან ერთად, უკვე აღარ იცის, რა გააკეთოს, კაცად რომ იგრძნოს თავი.
არადა, მავნებლობაც შეიძლება კაცმა ვაჟკაცურად რომ ჩაიდინოს, – თუნდაც ისე, ნერონმა რომ რომი გადაწვა.
და თუ სცენას ვერ გადაწვავდა, რუსთაველის წიგნი მაინც დაეწვა სცენაზე დემონსტრაციულად.
მართლაც შევიდოდა ისტორიაში, მისი ეს თეატრალური „ამბოხი“, იმის წინააღმდეგ, რაც მას სძულდა მრავალი ათეული წელი.
მაგრამ ესეც ვერ გაბედა,- და გამოდის, რომ სიძულვილიც კი არ შეუძლია.
ხოლო რაც იკადრა, – ის უბადრუკი მცდელობა “ვეფხისტყაოსნის” დამცირებისა, – მართლაც ბებრული მარაზმია,
აი, ისაა, – რო იცის, რომ ჩაისვარა, და მაინც რომ უხარია, რადგან მხოლოდ ეს არის მისთვის ნიშანი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, და დაათრევს თავის ლეშს.
ხო, ეგ არის ყველაფერი რაც სტურუას უკანასკნელი კონვულსიების შესახებ უნდა იცოდეთ.
ისტორია ამ ამბავზე მხოლოდ გაიცინებს.
დღეს კი სასაცილოდ მართლაც არ არის საქმე, და იმ “წეატრალურ” ბიდლოს, და იმ ჩინოვნიკურ სასტავსაც მინდა მივმართო, – ვინც თავის სიჩუმით, თუ პირიქით შეძახილებით, ჯერ წააქეზა, იმ სურვილით, რომ ამ გზით ჩამოეშორებინათ გზიდან, უკვე ბუტაფორიად ქცეული თეატრალური “პატრიარქი”
და ახლა კი , ამ ცოცხალი მძორის ხუნტრუცს აპრავებს, რადგან სისტემამ აუნთო მწვანე.
წადით!
და საკუთარი თეატრები დაარსეთ, საკუთარი ხარჯებით და რაც გინდათ იქ , ის აკეთეთ, და თქვენნაირებთან ერთად,
და ერთმანეთს გინდა გენიოსები დაუძახეთ, გინდა იდიოტები, და დადგით და გადადგით, რაც გინდათ.
ნუ, იქაც კი შეიძლება მოგწვდეთ მაყურებლის ” სპრავედლივი ხელი”
მაგრამ საკუთარ ქაქში მაინც იქნებით,
მაგრამ, სახელმწიფო და ეროვნულ თეატრებში, და სასწავლებლებში და ორგანიზაციებში რომ გინდათ ბაირამობა, დირექტორებად, ხელმძღვანელებად, თეატრმცოდნეებად, რეჟისორებად, თუ მსახიობებად,
ხო, იმ სახელმწიფო დაწესებულებებში რომ ხართ კომფორტულად, რომელსაც ხალხი ვაფინანსებთ, და თან ჩვენს სულიერებას აგინებთ და იმას, რაც ჩვენი და ჩვენი წინაპრების იდენტობა იყო, არის და იქნება, –
სწორედ ამიტომ, რაც მოგიკითხათ ერმა და ბერმა, – ერთიც არ აგცდეთ!
აი, აქ, ფარდა!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა