
შენს წერილებს ვერ ვკითხულობო, ერთმა მითხრა,
რატო მეთქი, და რავი,
ბოლოში რო ჩავდივარო, მავიწყდებაო, თავში რაც ეწერაო.
ანუ, დიდი ტექსტიაო, ხო, ამას მინამიოკებს.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, მართლაც აღარ ახსოვს წაკითხული, რომ თავი და ბოლო ერთმანეთს ლოგიკურად დააკავშიროს.
და ამას მეუბნება სულ ნახევარი თაბახის ფურცლის ზომის მასალაზე.
ხო, წარმოგიდგენიათ რა შოკში იქნება მასტი, ამას რო “ვეფხისტყაოსანის” ბოლომდე წაკითხვა მიუსაჯო?,
ანდა, თუნდაც “თხამ შეჭამა ვენახი”.
არც წაიკითხავს, და თუ წაიკითხა, წაკითხულის შესახებ, არც კითხოთ აზრი.
გადამწვარ ნათურას უფრო ადვილად აანთებ, ვიდრე ასეთის თავში ლოგიკის რაიმე ნასახს.
და ასეა მოსახლეობის 80 %,
და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს 80 % ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში.
ახლა თქვენ ხართ, შოკში, ხო?
ჯერ სად ხართ,
ახლა ის წარმოიდგინეთ, რომ ასეთების მონაწილეობით ჩატარებულ არჩევნებსაც კი აყალბებს რეჟიმი.
წარმოიდგინეთ?
მართლა წარმოიდგინეთ?
და ხვდებით, ხო, რა ზადნიცაშია ქვეყანა?
რა განათლება და პოლიტგანათლებაზე უნდა ესაუბრო მასტს, როგორ უნდა აუხსნა რა არის სისტემა, რომ მიხვდეს, თუ რა არის საჭირო ამ სისტემის შესაცვლელად?
შანსი არაა, ხო.
აი, ამიტომაც აღარ ვსაუბრობ რეფერენდუმის და გაწვევის მექანიზმებზე, დამოუკიდებელი პროფკავშირების არსებობის აუცილებლობაზე, პროტესტის მართვისთვის საჭირო უნარებზე, პარტიების პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორების მნიშვნელობაზე , მცირე ერების მსოფლიო კავშირის შექმნის აუცილებლობაზეც, და ახალ ეროვნულ ფუნქციაზეც, უკვე.
და არც იმის შესახებ, თუ როგორ, და რა გზით შეიძლება ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდეს.
საკმარისად ვილაპარაკე, საკმარისად გამოვეცი ჟურნალგაზეთები, და საკმარისად არის დაცული ეს მასალები ცენტრალურ ბიბლიოთეკაშიც, და ინტერნეტპორტალზეც, რომ მერე, ერთხელაც იმან მიაგნოს, ვინც მართლაც ეძებს გამოსავალს.
და ამიტომაც, ახლა, მხოლოდ თეატრზე და ლიტერატურაზე ვსაუბრობ.
ხო, ჩემო იმანო,
სანამ ეს პოსტი ჩაიკითხე ბოლომდე, იმედია, ის არ დაგავიწყდა, რაც ეწერა დასაწყისში.
.