You are currently viewing ამასობაში

ამასობაში

ამასობაში, მსოფლიო ბანკმა 32 მილიონი ევრო გამოგვიყო სესხად, შავი ზღვის ფსკერის შესწავლის მიზნით.

და ეგ პირველ ეტაპზე,

პროექტი გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანას, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონს ევროკავშირის ქვეყნებთან დააკავშირებს, ელექტროენერგიის ტრანზიტის და ციფრული ტექნოლოგიების გაცვლის მიზნით.

გაიგეთ რაიმე?

რომ გითხრათ, “მსოფლიო ბანკი” ამერიკული კერძო ორგანიზაციაა მეთქი, უფრო გაიგებთ.?

სწორედ ის ბანკია, კოვიდტერორის დროს მილიარდები რომ გვასესხა, იმ ნასესხები ფულით, ვაქცინები რო გვეყიდა.

ნუ, კაი, ის საუკუნის ძარცვა წასული ამბავია, და ახალიდან რა გამოდის?

შავიზღვისპირეთი ჩინელებს მივეცით, და შავი ზღვის ფსკერი ამერიკელებს?

ის პონტია, ხო, ფულმა ამერიკელი, რუსი, ჩინელი, თურქი, გერმანელი, ფრანგი, და ქართველი მამაძაღლი რომ არ იცის.

და კიდევ ის პონტიც, პოლიტიკა რო ფულის საჭრელი სტანოკია,

და კიდევ ის, ცოლქმრის ჩხუბი, სხვას რო მართალი ჰგონია.

და ისიც, ცხვრისთვის მჩხავან კატებს ჭერზე მიტომ ჰკიდებენ, ცხვარს რო შიმშილი გადაავიწყდეს, და ისიც დაავიწყდეს, მგელზე მეტ ცხვარს მეცხვარე და მისი ძაღლები რომ ჭამენ.

რა გლობალური ომის პარტია,

რა რუსული კანონი,

რა სანქციები,

მორჩა, კინო, წავედით სახლში,

ანუ, საკუთარ თავს მივხედოთ, ხო, მით უმეტეს რომ არის გამოსავალი, და საშუალება, ზესახელმწიფოებთან როგორც თანასწორმა, რომ ვილაპარაკოთ.

ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ახალი ფუნქცია,

-“მსოფლიო მცირე ერების კავშირი”, და ცენტრით საქართველოში.

ფუნქცია აუცილებელია,

კაცობრიობას უნდა სჭირდებოდეს ერი, სამყარომ მას არსებობა რომ გაუხანგრძლივოს.

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა