
დარწმუნებული ვარ დღევანდელი ქართული თეატრი არც მიაქცევს ამ თარიღს ყურადღებას.
რადგან დღეს თეატრი არ არის ქართული.
და მის შემდეგ რაც კოვიდფაშიზმს გაუწვა, კოვიდტერორისტების ხელში ძალადობის იარაღად იქცა, მაყურებელს ყოფდა და თეატრში არ უშვებდა, – საერთოდ არც მიმაჩნია დღევანდელი თეატრალური სამყარო პატივისცემის ღირსად.
რადგან მართლა შეუსაბამობაა, ერთი მხრივ სცენაზე თამაშობდე შექსპირსა და ბრეხტს, ამხელდე ტირანიას და მეორე მხრივ, რეალურად ორი წლის განმავლობაში ემსახურო კოვიდტერორს.
თეატრის ქართულობა პირველ რიგში ქართული საზოგადოების სამსახურს ნიშნავს, და არა სისტემურ დანაშაულში მონაწილეობას.
თეატრის ქართულობა თავისი ისტორიის პატივისცემასაც ნიშნავს.
25 ნოემბერი მართლაც საიუბილეოა.
რომ არა ეს დღე, და რომ არა ეს სპექტაკლი, არ იქნებოდა ის დიდი ტრიუმფი, რომელიც მერე თითქმის საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზუსტად 100 წლის წინ , 1922 წელს კოტე მარჯანიშვილი თბილისის რუსული თეატრის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა.
ორიოდე სპექტაკლი აქ უნდა დაედგა და შემდეგ პარიზშიც ჰქონდა მიწვევა და ალბათ, დარჩებოდა სამუდამოდ იქ.
მაგრამ იმავე წელს მოხდა ფაქტი, რომელმაც მთლიანად შეცვალა მარჯანიშვილის გეგმები ,მისი ცხოვრებაც და განსაზღვრა ქართული თეატრის მომავალიც.
განათლების სახალხო კომისარიატში სხდომაა.
სხდომას პაოლო იაშვილის თხოვნით მარჯანიშვილიც ესწრება.
ალექსანდრე წუწუნავა გამოდის ქართული თეატრის დახურვის მოწოდებით.
ის წუწუნავა, 1918 წელს , პირველი ქართული ფილმი “ქრისტინე” რო გადაიღო.
ავტორიტეტი დიდი აქვს, მაქსიმ გორკისთან მეგობრობს, სტანისლავსკითანაც, და ამ წონით თხრის თეატრს. მნიშვნელობა დაკარგაო, კინო გამოვიდაო წინ და შევეშვათო თეატრს.
იცოდნენ, კარგად იცოდნენ ბოლშევიკებმა სად უნდა დაერტყათ.
მარჯანიშვილმაც ითხოვა სიტყვა.
მაყურებელი რომ არ ყავსო თეატრს დრამატურგიის სიღარიბით და ახალი რეჟისურის არ ქონით აიხსნებაო, თორე მსახიობთა სკოლა საუკეთესოაო .
სხდომის ბოლოს პაოლო იაშვილიც გამოვიდა წინადადებით, მიეცათ საშუალება მარჯანიშვილისთვის , მისი შერჩევით დაედგა სპექტაკლი – ბოლო შანსი ქართული თეატრისთვის.
მთელი თბილისი ელოდებოდა 1922 წლის
25 ნოემბერს, ლოპე და ვეგას “ცხვრის წყაროს” პრემიერას.
და დაინახა, მაყურებელმა, რომ მართალი იყო მარჯანიშვილი,
და რომ ქართველი მსახიობები კი არ იყვნენ უნიჭონი, არამედ არ იყო სამება- დრამატურგიის, რეჟისორის და მსახიობისა, და ამ სამების შეკვრის გარეშე კი წარმოუდგენელია თეატრის წარმატება,
ანუ, მაყურებლის სიყვარული.
და დაინგრა კიდეც დარბაზი ოვაციებით.
“დახეული დრამის ფარდა გაჰკერე , დააგვირისტე , და მე გიჟად ვინ მომნათლავს , რომ მიგიღო ახალ ქრისტედ”.
გრიშაშვილის ეს ექსპრომტი ზუსტად გამოხატავს თუ რისი მოთხოვნილება იყო მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში.
ასე დაიწყო მარჯანიშვილი საქართველოში,
ასე დაიწყო ახალი სიცოცხლეც ქართული თეატრის.
რომ არა ეს ფაქტი, ვერ შეძლებდა ქართული თეატრი გამხდარიყო ქართული, და ვერ შეძლებდა 1921 წლის გასაბჭოებით და 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობით გატეხილი, დახლეჩილი, დახვრეტილი, მიწასთან გასწორებული საზოგადოება შემოეკრიბა თავის ირგვლივ, და გააერთიანებინა იმით, რომ ქართველობას ახსენებდა,
რომ არა ეს დღე, 25 ნოემბერი, არ იქნებოდა ქართული თეატრის შემდგომი ტრიუმფიც, არ იქნებოდა მთელი პლეადა ლეგენდა მსახიობებისა, არ იქნებოდა გენიალური სპექტაკლები, არ იქნებოდა თეატრი- ეროვნული სახელმწიფო სახელმწიფოში, თავისი წესებით, და კანონებით, ქართული ენით, ქართული ლიტერატურით, ქართული მუსიკით, ქართული ქორეოგრაფიით, ქართული ნიჭით, ქართული ზნეობით, ქართული მორალით , ადამიანობით, და მაყურებელშიც ადამიანობის სურვილის დამბადებელი.
ხო, არ იქნებოდა ტრიუმფი, რომელიც თითქმის საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა.
და პარადოქსია, რომ დღეს, როცა თითქოს ყველა საშუალება აქვს ქართულ თეატრს შექმნას ეპოქალური სპექტაკლები, ყავს ნიჭიერი რეჟისორებიც, და მსახიობებიც, აქვს მრავალმილიონიანი დაფინანსებაც, ქართული თეატრი წინ ნაბიჯს ვერ დგამს –
და მიზეზი ადვილი აღმოსაჩენია, თუ დავბრუნდებით საუკუნის წინ და გონების თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იწყებოდა ლეგენდა, და რატომ გახდა აუცილებელი რომ ეს ლეგენდა დაწყებულიყო.
დღეს, როცა ქართული საზოგადოება ისევ ისე დახლეჩილია და დაპირისპირებულია, როგორც ასი წლის წინ, ქართული თეატრი აღარ არის ის სივრცე ქართველობას რომ გაახსენებს მაყურებელს,
არ ახსენებს, რომ ვეფხისტყაოსნის შემქნელი ერის შვილია, სვეტიცხოვლის ამგები ერის შვილია, დიდგორის ომის მომგები ერის შვილი.
არ ახსენებს, და არ ახსენებს მიზანმიმართულად, რადგან თუ დაივიწყე ვინ ხარ, აღარ მოითხოვ ღირსეულ ცხოვრებას.
დღეს ქართულ თეატრში აღარ მუშაობს ჰეროიკული დრამატურგიის ოქროს წესი .
გმირი – თეატრალური სანახაობა – ახალი გმირი.
წესი, რომელსაც შეუძლია ობივატელს სული შეურყიოს.
ამ ოქროს წესის გარეშე დრამატურგია და შესაბამისად თეატრი მხოლოდ გასართობი საშუალებაა, და საზოგადოებისთვის არაფრის მომცემი.
იციან დღესაც, 21 -ე საკუნის ბოლშევიკებმაც იციან, კარგად იციან, სად დაარტყან,
და ამიტომაც დღესაც “ქართული თეატრი აღარ არის ქართული”,
დიდი ახმეტელის ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია, და მთავარია, რომ ეს მიხვედრა დადგეს,
აუცილებელია, რომ ამის აღიარება მოხდეს, სწორედ ისე, როგორც ასი წლის წინ, და მე მჯერა, ქართული ნიჭი შეძლებს მონახოს გამოსავალი,
და მე მწამს, რომ ქართული თეატრი გახდება ქართული!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #6
.
გუჯა შვანგირაძე, ( გუჯა ბიძია)