You are currently viewing დაჯექი, ორიანი!

დაჯექი, ორიანი!

კი ვიცი, რომ თეთრი ყვავივით ვარ, როცა ასეთ თემებზე ვსაუბრობ,
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, თვალსაჩინოებისთვის, თუ რამოდენა მნიშვნელობა აქვს პოლიტგანათლებას.
2019 წელია, აქ,
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ვაპროტესტებდით,
დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რას ნიშნავს პროპორციული,
ხო, ეს ისაა არჩევნებში მხოლოდ პარტიები რომ მონაწილეობენ,
და ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 99% უპარტიოა.
ეგ არის, დიახ, პროპორციული არჩევნები,
უპარტიომ რა ქნას?
არ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში,?
და მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ თხასავით მივიდეს წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში,?
და თუ არც ერთი პარტია არ მოსწონს?
ადგეს და იმანაც პარტია გააკეთოს?
და რამდენი პარტია უნდა იყოს ამ ქვეყანაში , ყოველ მოსახლეზე, – თითო?
არ იცის, არა ხალხმა, სისტემა რა არის,
არ იცის საარჩევნო კოდექსი, არ იცის საერთოდ რა იდიოტური კონსტიტუცია გვაქვს.
უმრავლესობა იმის აზრზეც არ არის, რომ 1995 წლიდან მონღოლეთში ცხოვრობს.
დიახ, მონღოლეთში,
რადგან სწორედ 1995 წელს, შევარდნაძის კონსტიტუციით წაგვართვეს რეფერენდუმით კანონების მიღების უფლება.
გქონდა, და აღარ გაქვს და შენს მაგივრად ახლა მიტომ იღებს 150 იდიოტი და მედროვე პარტიული კანონებს.
იცოდი?
ობივატელმა არც ის იცის, რომ დეპუტატის გამოწვევის მექანიზმი უკვე 100 წელი მუშაობს ამერიკაში და ევროპაში,
რუსს არა აქვს, – დასავლეთს აქვს,
ხედავ, რა განსხვავებაა ამ ორს შორის?
მაგრამ დასავლეთსაც არ სურდა გქონოდა ის, რაც მას აქვს.
იმ 12 რეკომენდაციაში, და 9 შენიშვნაში, მაშინ შესრულებას რომ გთხოვდა, არც კი იყო ნახსენები, არც რეფერენდუმი, არც გამოწვევის მექანიზმი,
თუ იცი, რატომ?
საქართველოში ამ თემებზე პარტიულს საერთოდ ხმას ვერ ამოაღებინებ,
ტელევიზიები ამაზე არ საუბრობენ,
გასაგებია, ხო რატომაც?
მიტომაა ქართველი ობივატელი ყველაზე უუფლებო ობივატელი, რომ არ იცის რა სჭირდება, და რა უნდა.
და პოლიტგანათლებით იმავე დონეზე რომ დარჩა, რაც იყო 150 წლის წინ.
პოლიტგანათლება პოლიტიკოსებზე საუბარი რომ ჰგონია,
ის ჰგონია, თუ იცის, თუ რა თქვა დღეს ერთმა პოლიტნაგავმა, და რა უპასუხა მეორემ.
დიახ, უმრავლესობას დემოკრატია გგონიათ პარტიების პარადი.
გგონიათ, რომ პარტიების გარეშე არ შეიძლება სახელმწიფოს მართვა,
ასე ჩაგაგონეს ტელეროჟებმა,
საწარმოს მართვა თუ შეიძლება პარტიების გარეშე, და მხოლოდ დაქირავებული მენეჯერებით, სახელმწიფოს მართვა რატომ არ შეიძლება იგივე პრინციპით?
უპარტიო პროფესიონალებით რატომ არ შეიძლება მთავრობის დაკომპლექტება?
სუფთა უპარტიო არჩევნების ჩატარება რატომ არ შეიძლება?
რა, 150 პატიოსან, უპარტიო ადამიანს ვერ ნახავ საქართველოში, პარლამენტში რომ დასვა?
20 პროფესიონალს და უპარტიოს ვერ ნახავ მთავრობის კაბინეტი რომ დააკომპლექტო?
და თუ ვერ გაამართლეს იმედი, ადგები და როგორც სამსახურიდან უშვებ უმაქნის მენეჯერს, ისე გაუშვებ პრემიერსაც და სხვა მინისტრებსაც.
თავის არსებობის 300 წლის განმავლობაში სისხლის ღვრები დააყენებს პარტიებმა.
მსოფლიო ისტორია ვინც არ იცის, საქართველოს ბოლო 30 წელი მაინც არ ახსოვს?
რა გაგიკეთეს პარტიებმა არ გახსოვთ?
კარგი პარტია არ არსებობს, პარტია მხოლოდ ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ინტერესებს ემსახურება, ამიტომაც სურს ხელისუფლებაში მოსვლა, და არა იმიტომ, რომ შენი ბედი აწუხებს.
არა, რა, სუფთად ვაგებთ საინფორმაციო ომში.
მიტომაც დავდივართ ეს 30 წელი აქციებზე, რადგან არ იცის ხალხმა, რომ შეუძლია სულ უბრალოდ გადაჭრა პრობლემა რეფერენდუმით და გამოწვევის მექანიზმით, და პარტიების გარეშე.
და ისე, რომ ქუჩაში გასვლა საერთოდ აღარ დაგჭირდება.
მაგრამ არ იცის ეს.
მიტომაც დადის რუსთაველზე წინ და უკან 100 000 კაცი და ხორუმს ცეკვავს იმიტომ, რომ არ იცის რა მოთხოვნები წამოაყენოს,
და ამერიკისკენ აქვს მოღრეცილი კისერი იმ იმედით, რომ შეიცოდებს და დაასანქცირებს საქოცეთს, და ქოციც ადგება და ახალ არჩევნებს დანიშნავს.
კარგი, დანიშნა, – მერე?
შენთვის რაიმე შეიცვლება?
და რა უნდა გააკეთო, რომ შეიცვალოს?
რაო?
დაჯექი, ორიანი!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა