You are currently viewing ისევ აქ არიან, ისევ აქ არიან

ისევ აქ არიან, ისევ აქ არიან

მწერალთა კავშირზე არც ადრე მქონდა დიდი წარმოდგენა,
და ნოდარა მელაძეც რა ჩათლახიცაა ისიც ვიცი,
მაგრამ რაც მის გუშინდელ გადაცემაში ითქვა , მისი ნახევარი კი არა, მესამედი მაინც თუ არის მართალი, მაშინ გალაკტიონის ამ ლექსის თარიღს აღარ მიაქციოთ ყურადღება,
დღევანდელ დღეზე ყოფილა დაწერილი.
ბერიას კუდები, კუდებად, მაგრამ ოსტაპ ბენდერიც შურით ამოტრიალდა ალბათ, საფლავში.
მაყვალამ აშკარად ჩახადა მასაც, ფოკუსნიკ კოპერფილდსაც, და ჩვენს აფერისტ მათევიჩსაც.
ე, რამოდენა ქონება შეუსუხარებია,
და გასაგებია, რომ ეს არ არის დღეს დაწყებული, და არც მხოლოდ მწერალთა კავშირში ხდებოდა ასეთი რამ,
30 წელია, ყველა ხელისუფლების დროს, შევარდნაძიდან, დღემდე, იტაცებდნენ, და ძარცვავდნენ ხალხის ქონებას,
და ნოდარა მელაძე მიტომაც არის ჩათლახი, ამ ფაქტს რო გაუჩუმდა,
თორე გონაშვილი რომ 2004 წლიდანაა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, და რამდენი კრიშა ექნება გამოცვლილი, და რამდენი დროშა კარადაში, – გასაგები უნდა იყოს, ესეც.
რა თქმა უნდა, ბოსტანს ერთი მეველე არა ჰყავს,
და მხოლოდ გონაშვილი ვერ მოახერხებდა ამხელა აფიორებს,
მიშველაძეც კაი გოთვერანია, და ბევრი სხვაც ეყოლებოდა წილში,
ვინც არ ყავდა, მაგრამ იცოდნენ მისი საქმეების შესახებ და დუმდნენ, დანაშაულის მონაწილეები არიან ისინიც, თავისი დუმილით.
რატომ არ იქნებიან ჩუმად, ვინც რამე დაჯღაბნა, ყველა მწერალთა კავშირში შეყარა, მწერლები ჰგონიათ ახლა იმათაც თავი, უნიჭოსთვის პატივია ეგ, და არ იღებენ ისინიც ხმას.
კიდევ კარგი მწერლებს შენობა მაინც ჩამოართვეს, თორემ ახლა სახინკლე იქნებოდა დავით სარაჯიშვილისეულ სასახლეშიც.
მოკლედ, რაც ერი ის ბერიო, მაგ ორგანიზაციაზეა ნათქვამი.
წესით ნორმალური მწერალი არც კი უნდა გაჩერებულიყო მაგ კანტორაში, მის მერე მაინც, რაც ქათამი მასხულია გახდა მაგათი ამქარის წევრი.
რაც მართალია, მართალია, გონაშვილს ეს არ უკადრებია,
მისმა თანათავმჯდომარემ იკადრა, და ეროვნულობას და ტრადიციებს, რო აწვება, და ოჯახის სიწმინდის დაცვაზე ქაქანებს ახლა ქათამზე ატვეჩაი კაცი, მოდი და ნუ გაგეცინება.
ხო, ხედავ ამ ყველაფერს და მერე აღარ გიკვირს, მაკულატურით რომ არის ამოტენილი წიგნის მაღაზიები,
და არც ის გიკვირს, მკითხველი რომ არ ყავს წიგნს საერთოდ, და ვერც ვერასდროს დაიბრუნებს მკითხველს ასეთი მწერლობის ხელში.
მოკლედ, ჩემო გალაკტიონ, ბევრი არაფერი შეცვლილა შენს შემდეგ, –
.
წყალწყალა რითმებით,
უსიტყვო სიტყვებით,
სავსე აქვთ წიგნები,-
მწერლობენ ციგნები.
ვინ და რა, გვარია?,
სკამი აბარია?-
ანუ, ნახმარია,
ვიღაცის ჩვარია,..
არსად არ წასულან,
ნამუსგაპარსულნი,
ისევ აქ არიან,
ისევ აქ არიან.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა