You are currently viewing ჩვენ რა დავაშავეთ

ჩვენ რა დავაშავეთ

მოსკოვს რომ ივანიშვილის შემცვლელი უკვე ყავს შერჩეული, ამის შესახებ ვისაუბრე წინა პუბლიკაციებში,
მაგრამ დავამატებ კიდევ ორიოდ სიტყვას,
იმის საჩვენებლად, რომ რუსს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, და ეს რომ აშკარად, იცის, ივანიშვილმაც.
თორემ ასეთ მკვეთრ განცხადებებს არ გააკეთებინებდა ქოცმთავრობას,
ჯერ იყო და გაეროს რეზოლუციისთვის, – რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებას რომ ეხებოდა, – მიაცემინა ხმა,
ეს დიდი გალაწუნებაა რუსისთვის,
მაგრამ უარესზეც წავიდა, – ფაქტიურად პირობები წაუყენა რუსეთს,-
სანამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არ წაიღებ, და ჯარს არ გაიყვან ამ რეგიონებიდან, საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელიაო.
ასეთ ნაგლობაზე უმიზეზოდ და უმიზნოდ ქოცი არ წავიდოდა, რომ არ გრძნობდეს, წითელი რომ აქვს ანთებული.
და ამით, დასავლეთსაც უგზავნის ღია მესიჯს, რომ მასთან დალაპარაკება კიდევ შეიძლება.
ძალიან გაუხანგრძლივდა ივანიშვილს ორ სკამზე ჯდომა,
და რა თქმა უნდა, ორი ბატონის მსახურობას არავინ აპატიებს, და პირველ რიგში რუსეთი, და ეს კიდეც ჩანს რუსის პასუხიდან.
ის გამახსენდა, ეკლესიას რო აშენებს მასტი ცოდვების ჩამოსაწერად, და მამამისი რო ეუბნება, – იმდენს ნუ იზამ, არც ღმერთმა შეგიწყალოს, და ეშმაკთანაც საქმე გაიფუჭოო.
ეგაა,
დასავლეთი რამდენად მიიღებს ” ვსესაიუზნი კიდალას” უკან, არ ვიცი,
მაგრამ რუსისგან მისთვის მიქსეული ახალგაზრდა კომკავშირლების ფეხის ხმა, უკვე აშკარად მესმის.
და აქეთ ფლანგზე რა ხდება, რომ ისევ სესერეკაში არ შეტენონ ქვეყანა?
საერთოდ არაფერი, ისევ რიჟა და უდარდელი ფსევდოინტელექტუალური ბაზარი, თუ რა ცუდია რეჟიმი.
და უაზრო ჩახვევა, რომ “ქართველი დიქტატურას არ შეეგუება”, თითქოს ამ ორიოდე წლის წინ, კოვიდტერორის დროს, არ იყვნენ სოროში შემძვრალნი, და საღამოს 9 საათის მერე ცხვირსაც რომ ვერ ყოფდნენ გარეთ.
არანაირი მოქმედების გეგმა არ განიხილება, და არც სურთ ვინმესგან რაიმეს მოსმენა.
საერთოდ არანაირი აღქმა არ არის რეალობის.
საერთოდ ვერ ხედავენ, რა ხდება მათ თვალწინ.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი,
როცა თეიმურაზ ხევისთავები ვერ ახერხებენ ხელში ძალაუფლების აღებას, ქუჩაში უპატრონოდ რომ აგდია, მაშინ ამას ჯაყოს ნაბიჭვრები გააკეთებენ.
ხევისთავების დედაც, ჩვენ რა დავაშავეთ, რომ ნაცის, და ქოცის მერე, ახლა იმას არ ვუყუროთ, როგორ თარეშობენ ლაწირაკი კომსომოლები საქართველოს სახელით.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა