
აუჰ, ვინ დაწყევლა ასე ეს ხალხი?
რაღაც ახალი პარტია დარეგისტრირდაო.
ქოცის შესტიორკებისგან არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ეს ახალი პარტია რუსთაველზე პროტესტში მონაწილეთა ერთი ჯგუფისგან დაარსდა.
ანუ, რეჟიმის ლეგიტიმაცია აღიარეს ამ დარეგისტრირებით?
და დანარჩენები რომ ტაშისდაკვრით მიესალმენ ამ ფაქტს ეს გამიკვირდა, ხო,
და რა მაინტერესებს,
რატომ დარეგისტრირდა? – ქოცის არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა?
თუ ქოცი რომ წავა, მის მერე?
წარმომიდგენია, რა ამბავი იქნება ქოცის მერე,
უკვე 300 პარტია ხო არის, ალბათ 3000 გახდება, და სულ ორკაციანი პარტიები.
აი, სწორედ ისე, შევარდნაძემ, – პუტჩი და ხელისუფლების მიტაცება რომ გაეპრავებინა, – რო შეყარა პარლამენტში ყველა, ვისაც არ დაეზარა პარტიის დარეგისტრირება.
მართლაც პლინტუსდაბლაა ობივატელის პოლიტშეგნება.
ახლა, როცა ყველამ გაიგო, რომ ამ 30 წლის მანძილზე არჩევნები მუდამ ყალბდებოდა, და სულ გაყალბდება მომავალშიც, სანამ პარტიული სისტემა არსებობს, მიუხედავად იმისა, ქოცი იქნება ხელისუფლებაში, თუ ნაცი, თუ ვიღაც შალიკო,
ანუ, როცა ყველამ გაიგო რომ მუდამ იქნება სისტემური დანაშაული და სისტემური ძალადობები სანამ პარტიული სისტემა არსებობს, ასეთ სიტუაციაში კიდევ ერთი ახალი პარტიის დაარსება იგივე შეუგნებლობა, და უფრო მეტიც, იგივე უნამუსობაა, როგორც ის, 1989 წლის 9 აპრილის მერე კომპარტიაში გაწევრიანებაზე რომ დაწერეს ზოგიერთებმა განცხადება,
რა ახალი პარტია, რისი ახალი პარტია –
სკოლაში მაინც არ დადიოდა ეს ხალხი?
ილიას სიტყვები, პარტიები დაღუპავენო საქართველოსო მაინც არ გაგიგიათ?
მერე? – არ აგიხდათ მისი სიტყვები? არ აგვაოხრეს?
აბა, კიდევ ერთი ამაოხრებელის დარეგისტრირება მიგაჩნიათ გამოსავლად?
რატომ არ გესმით, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვს, და არა ეროვნული,
და რაც არ უნდა ანგელოზები იყვნენ პარტიაში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად გათახსირდებიან, რადგან დღეს არ არსებობს ხელისუფლებებზე უშუალოდ ზემოქმედების მექანიზმები,
და არც ერთი პარტია არ დაუშვებს ამას, რომ არსებობდეს ასეთი მექანიზმები.
რადგან ეს სისტემის ძირგამოთხრას ნიშნავს.
და თუ ამას პარტიები არ დაუშვებენ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთ წრეზე წავალთ და კიდევ გაჩნდებიან მანიაკები ხელისუფლებას რომ მიიტაცებენ.
ამიტომაც პარტიები კი არ უნდა დავაარსოთ, არამედ დამოუკიდებელი პროფკავშირები.
პროფკავშირები, – დიახ!
ევროპა რომ გინდათ, ევროპული დემოკრატია სწორედ პროფკავშირულმა მოძრაობამ შექმნა, და არა პარტიებმა.
სწორედ პროფკავშირებმა დაიცვეს იქ ადამიანის უფლებები, და სწორედ მიტომ არის დღეს ევროპა კარაქში და თაფლში.
და თუ რამეში არ არიან კარაქში, ისევ პარტიების ბრალია.
და სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ესეც, და პარტიული სისტემა უპარტიოთი უნდა ჩავანაცვლოთ.
ამისკენ მიდის ევროპაც ნელნელა.
ასეთი ელემენტარული რამეეები რატომ არ ესმის ამ ხალხს?
რატომ გინდათ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ, როცა სხვისი გამოცდილება არსებობს?
რატომ გინდათ, თქვენს შემდეგ, ასი წლის მერეც, უკვე თქვენმა შვილთაშვილებმა იარონ რუსთაველზე მარშებით, და “გადადექის” ძახილით?
როცა ახლაც შეიძლება ქუჩაში გაუსვლელად, ინტერნეტით, და ერთი ხელის დაჭერით აკონტროლოთ ხელისუფლებები და მიიღოთ ის კანონები, ქვეყანას რომ ჭირდება და არა პოლიტნაგვებს.
არც თქვენ იცოდეთ, და არც სხვისი გაიგონოთო, მართლაც ვინ დაწყევლა ასე ეს ხალხი?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)