
საზმაუს გადაცემის დროს წაქცეულ ბავშვს, სტურუას ” ვეფხისტყაოსანს”, და 2019 წლის 3 ნოემბრის ამ აქციას ერთი შეხედვით თითქოს არაფერი აქვთ საერთო,-
მაგრამ ეს ერთი შეხედვით.
ცნობისთვის, ვინც არ იცით, გაიყიდა ტელევიზიის ეს შენობა დიდი ხანია უკვე.
ანუ, ამდენი მილიონი რომ გამოყვეს თავის დროზე შენობის გასარემონტებლად, შერჩა ვასიკო მაღლაფერიძეს ის მილიონები.
მილიონებიც შერჩათ, შენობაც გაყიდეს და ქალაქის ცენტრში საუკეთესო ტერიტორიაც კაპიკებში ჩაუგდეს ხელში ვიღაც ფულის ტომარას.
შენობის ისტორიულ ღირებულებას რომ თავი დავანებოთ, წესით მისი ბედიღბალი ხალხისთვის უნდა ეკითხათ.
რატომ და ჩვენი ჯიბიდან რომ ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას, ხომ არ დაგავიწყდათ?
ის ცალკე პრიკოლია, ჩვენ რომ ვიხდით ფულს, და რამდენიმე პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს რომ ირჩევენ ამ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში.
და მოსახლეობის უმრავლესობა, 98% რომ უპარტიო ვართ, ესეც ხო არ დაგავიწყდათ მოსახლეობავ?
აბა, მაშინ რატომ უნდა მართავდნენ ამ ტელევიზიას პარტიების წარმომადგენლები?
უფრო სწორედ მართველი პარტიის წარმომადგენელები.
ის ცალკე თემაა, ფულს რომ უხდი ტელევიზიას, და რომ არ უყურებ,
და ის ცალკე ცირკია, სხვა ტელევიზიებს რო სთხოვ სიმართლის თქმას, და შენი ბოლო კაპიკებით დაფინანსებულ ტელევიზიას – არა.
დიახ, –
სისტემურ დანაშაულზე სიმართლის თქმის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა მოსახლეობას, სწორედ ამიტომ ვიდექით 2019 წლის 3 ნოემბერს საზმაუს შენობასთან ორი დღის განმავლობაში.
სწორედ ამიტომ ვითხოვდით, რომ შეცვლილიყო სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის არჩევის წესიც.
და ხალხს რომ უშუალოდ მიეღო მონაწილეობა ტელევიზიის მმართველობაში ამ ტელევიზიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასაც ვითხოვდით მაშინ, და სახელობითი აქციების მოსახლეობაზე განაწილებას.
რაც მოგვცემდა საშუალებას მართლაც დაგვებრუნებინა ტელევიზია.
მაგრამ ძალიან ცოტანი ვიყავით.
რომ ვყოფილიყავით ათასობით, ჩვენი ხუთი მოთხოვნიდან მინიმუმ ორი მაინც, იმ დღესვე შესრულდებოდა.
კარგი, ვერ მოხერხდა მაშინ ამის გაკეთება.
მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში რუსთაველზე აქციები რომ იყო და ათაიათასობით კაცი რო იდგა ქუჩაში, მაშინ მაინც ხომ უნდა დამდგარიყო მიხვედრა, რა უნდა გაგვეკეთებინა?.
მაგრამ ამის ნაცვლად, ისინიც კი ვინც საზმაუსთან იდგა პროტესტით, ისინიც კი ამ ტელევიზიის შენობიდან რუსთაველის გამზირზე მიდიოდნენ მარშით.
როცა პირიქით უნდა ყოფილიყო, – პირიქით.
მთელი რუსთაველი უნდა მისულიყო ტელევიზიასთან და აბა, თუ გაბედავდა მაშინ ვასიკო, ძლივს მოპოვებული ნახევარი საათი ეთერი წაერთმია პროტესტანტებისთვის.
არ მესმის, რატომ ვერ ვხვდებით, თუ რა არის მთავარი გასაპროტესტებელი ამ ქვეყანაში.
როცა სიმართლის გავრცელების პრობლემა გვაქვს მუდამ, ყველა ხელისუფლების დროს, ამ 30 წლის განმავლობაში.
და რატომ არ ვცდილობთ დავიბრუნოთ ის ტელევიზია რომელიც გვეკუთვნის?.
როგორ?
როგორ და სრულიად მშვიდობიანად,
და იმ მოთხოვნებით, რომელსაც სწორედ 2019 წელს ვახმიანებდით,
და არსებობს საათნახევრიანი ვიდეოჩანაწერიც საზმაუს არქივში, სადაც დაწვრილებით და დეტალურად არის აღწერილი ტელევიზიის ხალხისთვის გადაცემის პროცესი, საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზეც რომ გავიტანეთ მაშინ.
სულ მარტივი სქემა იყო.
უნდა მომზადებულიყო კანონპროექტი,
რომელშიც იქნებოდა ასახული საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს არჩევის ახალი წესი, – რომლის მიხედვით სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდებოდა არა პარტიების წარდგინებით და პარლამენტის დამტკიცებით, არამედ ღია და საყოველთაო კონკურსის წესით და ფართო საზოგადოების მონაწილეობით.
ამასთან ერთად იმ კანონპროექტში უნდა ყოფილიყო გაწერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის აუცილებელი ეტაპები.
რომელიც გულისხმობდა, საზოგადოებრივი მაუწყებელის აქციების გამოშვებას, და მათ გადაცემას საქართველოს თითოეულ მოქალაქესთვის უსასყიდლოდ და ამ აქციების მომავალში გაყიდვის უფლების აკრძალვით.
ტელევიზიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ კი მენეჯმენტის და სამეურვეო საბჭოს არჩევნები მოხდებოდა აქციონერების მონაწილეობით და ელექტრონულად.
აი, ამ კანონპროექტის მომზადებამდე, და შემდეგ საპარლამენტო განხილვამდე კი საზმაუს ხელმძღვანელობისგან მოვითხოვდით კვირაში ორჯერ თავისუფალ ეთერს.
ეს თავისუფალი ეთერიც იმისთვის იყო საჭირო, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მისულიყო სიმართლე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ.
და ეს ყველაფერი რომ განხორციელებულიყო სწორედ ამისთვის იყო საჭირო ამ ტელევიზიის წინ მრავალათასიანი და მრავალჯერადი აქციები.
აქციები, აქციები, აქციები,
ტელევიზიის წინ, და არა წინდაუკან სიარული რუსთაველზე.
დიახ, ეს არის ხალხის კუთვნილი ტელევიზიის ისევ ხალხისთვის დაბრუნების მშვიდობიანი გზა.
რაც ვერ განხორციელდა 2019 წელს, იმის გაკეთება შეიძლებოდა 2024 -2025 წლების აქციების დროს.
100000 კაცი იდგა რამდენჯერმე რუსთაველზე ,
100000 კაცი,
და მერე რა?
რა და, ისევ დიდი იდიოტობა, და ისევ და ისევ პროვოკაციები, და ისევ და ისევ პარტიების მიზეზით,
და კიდევ მარშების ხელმძღვანელების მელოჩნიკობა.
აბა, როდის უნდა მივხვდეთ,
რომ საინფორმაციო ომის მოგება აუცილებელია, და ამ ომს ფეისბუკით რომ ვერ მოიგებ,?
და ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებს კიდევ რომ საკუთარი ინტერესები აქვთ, და მუდამ ანტიხალხური.
რადგან მათ ხელისუფლების ცვლილება უნდათ, და არა სისტემის.
და, ამ 30- წლიანმა გამოცდილებამ ერთხელ მაინც ხომ უნდა გვასწავლოს რაღაც?
არაფერია შეუძლებელი,
შეუძლებელი იმ სირცხვილის ატანაა, როცა იცი, რა ნაგვების ხელში ხარ ეს 30 წელიწადი,
როცა იცი, პარტიებმა ქვეყანა მოგპარეს,
და არაფერს არ აკეთებ, რაც გეკუთვნის, რომ დაეპატრონო.
დიახ, ამიტომ ხდება ის, რაც ხდება,-
იმ თეატრში, რომელსაც შენ აფინანსებ, “ვეფხისტყაოსანი” რომ გაგიუპატიურეს.
იმ ტელევიზიაშიც, რომელსაც ისევ შენ აფინანსებ, შენი შვილი რომ წევს იატაკზე გათიშული და უპატრონოდ, – რადგან ამ ტელევიზიისთვის ადამიანის სიცოცხლე კი არ არის მთავარი, არამედ პაკაზუხობა, თითქოს ყველაფერი კარგადაა.
ვერარეჩკის და შოვის სტიქიების დროს ხალხის დაღუპვაშიც დამნაშავეებიც რომ არ დაისაჯნენ,
პატარა გოგო, რომ დენმა მოკლა აუზში,
ბიჭი, რომ გადმოხტა სახლის სახურავიდან,
მასწავლებელი, რო მოსწავლეებმა მოკლეს,
მიწებს რომ გიყიდიან, ემიგრაციაში რომ მიგერეკებიან, ისევ რუსეთში რომ მიგათრევენ.
და კიდევ რამდენი რამ, ხდება იმიტომ, რომ არაფერს არ აკეთებ, ლაპარაკის გარდა.
და მალე ამასაც რომ აგიკრძალავენ.
არ უნდა გაგიკვირდეს, დიახ,
თუ ის არ გიკვირს, უპატრონო ქვეყანას და უპატრონო ეკლესიას, ეშმაკები რომ ეპატრონებიან.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)