
რაღაც რეცენზიასავით წავიკითხე ერთი ახლადგახსნილი თეატრის სპექტაკლზე.
ეტყობა, ავტორი მიღებული მასტია თეატრალურ წრეებში.
რადგან მის, ასე ვთქვათ, ნააზრევს , ის თეატრიც, ვისაც რეცენზია დაუწერეს, სულ ფასიანი რეკლამებით ატრიალებს.
ნუ, არ ვიცი, წესით რეცენზიაში რეჟისორის მიერ მიგნებებზე უნდა იყოს საუბარი, თეატრალურ მეტაფორებზე, მხატვრულ სახეებზე, რაღაცის ახლებურად გადაწყვეტაზე, ახალი კუთხით გაშუქებაზე, პრობლემაზე და მის გადაწყვეტის გზაზე,
და რაზე საუბრობდა რეცენზენტი?-
მსახიობებზე, კოსტიუმებზე, ნავაროჩენ სცენაზე, და იმაზე, თუ რა შემოქმედებითი გზა გაიარა რეჟისორმა იმ სპექტაკლამდე.
ერთი სიტყვაც კი არა, თუ რა თქვა სპექტაკლით რეჟისორმა.
ეს არის რეცენზია?
რას ასწავლიდნენ თეატრალურში, ან ავტორს, ან რეჟისორს?
რავი, სულაც არ დაუმთავრებია ახმეტელს თეატრალური სასწავლებელი, მაგრამ მისი პუბლიკაციები მართლაც ნიმუშია, თუ როგორ უნდა წერო თეატრზე.
ახმეტელის სპექტაკლებზე აღარაფერს ვიტყვი.
ამ ჩვენმა დიპლომიანმა წეატრალმა კი, ან ვერ დაინახა რა მოხდა სცენაზე , ან მართლაც არაფერი იყო დასანახი, ან არ იცის საერთოდ რა არის რეცენზია.
თუმცა არაფერი მიკვირს სტურუას ” ვეფხისტყაოსანის” მერე.
კულტურის სამინისტროს ზონდერ ჭუმბურიძეს და ვასიკო მაღლაფერიძეს რო მიანდეს სპექტაკლის შესახებ სტატიების წერა, – უფრო სწორედ, ლოკვა.
და თეატრალები რომ გაისუსნენ, საერთოდ.
გასაგებია, რაც ხდება ქართულ თეატრალურ სივრცეში.
დიახ, – მაამებლობა და კონფორმიზმი.
ანუ, ხდება ის, რამაც ათქვევინა ახმეტელს ჯერ კიდევ საუკუნის წინ, რომ “ქართული თეატრი არ არის ქართული”,
არ არის, – ანუ, მაყურებელს კი არ ემსახურება , არამედ სისტემას.
მაყურებელს უნდა ემსახურებოდეს სპექტაკლი,
სულ სხვანაირი უნდა გამოვიდეს თეატრიდან, ღმერთკაცებს უნდა ხედავდეს სცენაზე და არა საკუთარ საცვლებს, და საკუთარ პატარკაცობას.
რომ მოინდომოს გმირს მიბაძოს, და რაღაც კარგი გააკეთოს,
ეგაა მაყურებლის სამსახური.
და საერთოდ,
შეფასებაზე თუ არის საუბარი, რა რეცენზია, რა თეატრალური კრიტიკა, რა თეატრმცოდნეთა აზრი,
კაპიკად არ მიღირს არც ერთი, როცა მაყურებლის აი, ასეთი შეფასება მოდის ჩემამდე, 7 წლის წინანდელი სპექტაკლის ბილეთის ფოტოსთან ერთად.
დიდი მადლობა, ქალბატონ Eter Mgeladzeს ამ სიტყვებისთვის, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე რომ გამოვფენ ახლა საჯაროდ.
” ძველ წერილებში ვიპოვნე, რა დამავიწყებს თქვენს თეატრს და გოგონას, ორი განსხვავებული როლი ერთი საათის რეპეტიციით როგორ ითამაშა.
სწორედ ეგეთი ენთუზიაზმი გქონოდეთ ასი წელი.”
–
ხო, არც ვიცი, რა ვთქვა,
7 წელი შეინახო სპექტაკლის პრემიერის ბილეთი?
და მაყურებელმა?
როცა მე , სპექტაკლის რეჟისორს, ბილეთი კი არა, “ჩაკრულოს” აფიშაც კი არა მაქვს შენახული?
მართლაც მადლობა ამ ქალბატონს, და მადლობა “ კანუდოსის თეატრი “ მთელ დასს, რომ შეძლო, და ჩვენს მაყურებელს ეს სიტყვები ათქმევინა.
თუნდაც ერთი ასეთი გულშემატკივარის გამოც კი, ღირს, აკეთო კაცმა საქმე.
დიახ,
“ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული”,
და იქნება კიდეც ქართული!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)