You are currently viewing აფსუს, ქუთაისელო სერგია

აფსუს, ქუთაისელო სერგია

ეს აშკარად ხონის ფსიქიატრიულის სცენაზე დაამთავრებს კარიერას.
მაგრამ მანამდე, აგე,
რუსთაველის თეატრმა “ვეფხისტყაოსნის” სტურუასეული პაროდიით დახურა სეზონი.
თან ნაწყენიც რომ ყოფილა , –
800 კაცი ესწრებაო ამ სპექტაკლსო, და 8000 კი მლანძღავსო,
ის არ გაამხილა, დარბაზში ნახევარზე მეტი, უფასოდ გაცემული ბილეთებით რომ იყვნენ,
რადგან მაყურებელი აღარ ყავს მის ამ ბალაგანს.
მაგრამ მე მაინც გავაგრძელებო,
და კიდევ ახალ სცენებს დავდგამო “ვეფხისტყაოსნიდანო”,- თქვა.
იზამს, კი,
გიჟი თავისუფალია, და დადგამს, რა თქმა უნდა.
და რა მინდა ვკითხო, დანარჩენ საზოგადოებას.
დოჩანაშვილის დილის ქალი გახსოვთ?
დომენიკოს ერთმა მოფერებამ ადამიანობა რომ დაუბრუნა.
ერთმა მოფერებამ, ხო,
და ერთი დიდებული კაბის ჩაცმით ტერეზაც, ის ბოზი ქალიც, როგორ გაადედოფლა დოჩანაშვილმა, გახსოვთ?
სტურუამ კი თამარ მეფე გაგვიბოზა, მაშინდელი ქართველიც, და დღევანდელიც, არაფრისმაქნისი და იდიოტი გამოგვიყვანა, რუსთაველი კი მავნებელი, რადგან უბრალო ქართველებზე ისე საუბრობდა, როგორც ღმერთკაცებზე.
და რატომ? –
რატომ და, რუსთაველს და დოჩანას ადამიანები უყვარდათ.
სტურუას კი სძულს, – ადამიანიც და ადამიანობაც.
და, ჯორჯ ლენგდონ დაუნი თუ იცის, ვინ იყო, საზოგადოებამ?
დიახ, ის კაცი, ვისი სახელიც უწოდეს გენეტიკურ დაავადებას.
და ვინც შექმნა თავშესაფარი ასეთი დაავადების მქონე ადამიანებისთვის, და მთელი ცხოვრება ზრუნავდა მათზე, და იქამდეც,
რომ 1879 წელს თეატრიც კი დაუარსა,
დიახ, თეატრი,
სადაც მსახიობებად ამ სინდრომის მატარებელი ადამიანები ყავდა.
და სწორედ ისინი თამაშობდნენ სპექტაკლებში, მღეროდნენ, იდგნენ პროჟექტორების შუქზე და ესმოდათ აპლოდისმენტები.
დიახ, კაცი ახერხებდა და დაავადებულ ადამიანებს, და დანარჩენებსაც, აჯერებდა, რომ ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები იყვნენ.
რატომ?
იმიტომ, რომ ამ დიდ ინგლისელსაც უყვარდა ადამიანები.
სტურუას კი პირიქით, – სძულს,
და მთელი თეატრალური სეზონის განმავლობაში ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ქართველები დაუნები, გიჟები, და დურაკები ვართ.
შეცდა აშკარად, რობინზონი,
შეცდა,
დიახ, გიხაროდეს, ერო.
ჩვენ ნორმალურები ვართ.
ხო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯიბედან გაცემული ფულით დადგმული სპექტაკლით დაგვცინა სტურუამ, და შესაბამისად, გამოდის, რომ მართლაც ვერ უნდა ვიყოთ სრულ ჭკუაზე.
მაგრამ სტურუასნაირებისთვის მაინც მისაღებად ნორმალურები ვართ.
რადგან არა ვართ ასეთებისთვის საშიში.
რადგან, ეს მხოლოდ სოცქსელებში ვაგინებდით 8000 კაციც და მეტიც,
ეს სოცქსელებში ვიფხანდით გულს, სტურუასეული შეფასებით, იდიოტები, – ვინც ვერ ვიგებდით მის გენიალობას.
თორე რეალურად, ერთი მაყურებელიც კი არ აღმოჩნდა, მთელი სეზონის განმავლობაში,
ხო, ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ყასიდად მაინც რომ მოეგიჟიანებია თავი, და ლაყე კვერცხები შეელეწა მაესტროსთვის ამ გაცისკროვნებულ სიფათზე.
ერთი კაციც კი, არ აღმოჩნდა ასეთი.
და როგორ ვთქვა, მაგრამ
კი ვართ ღირსნი, ასეთი მშვიდი, აუღელვებელი, ყველაფრის შემგუებელი საზოგადოება,
ხო, კი ვართ ღირსნი,
თავზე რომ გადაგვასვარეს.
აფსუს,
ქუთაისელო სერგია, რა დროს აღარ ხარ ცოცხალი.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა