
ალბათ, რაღაც პირადულია, თორე, არ დაიღალე მაგ თემაზე საუბარითო? – მომწერეს, ხო.
და კიდევ, იმის თქმა რო იციან, მადლობა გაქვსო სათქმელი, ეგ რომ არა, ალბათ არც გაგახსენდებოდაო, არც შენ და არც სხვასო, რუსთაველი.
მოდი, და ნუ გაგეცინება,
რადგან გასაგებია, რომ კითხვა მხოლოდ კითხვისთვის დაისვა, თორემ პასუხი მართლაც რომ აინტერესებდეს ვინმეს, ჯერ ჩემს ფეისს ჩაყვებოდა, ხო?,
და უფრო გვიანდელ პუბლიკაციებს თუ ვერ ნახავდა, 2016 წლის 20 ნოემბრის შესახებ მაინც წააწყდებოდა ინფორმაციებს.
ხო, რა გვჭირს სტურუასგან, გინდა ვინმესგან რაიმეს შესახსენებელი?
აგერ, ლინკიც, იმ დღის შესახებ, როცა რუსთაველის 850 -ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად სახალხო მსვლელობა ჩავატარეთ.
და სანამ ამ ლინკზე გადახვალთ, აქავე გეტყვით,
სწორედ იმ 2016 საიუბილეო წელს, – როცა სტურუას კი არა, არც ხელისუფლებას, არც მწერალთა კავშირს, არც რუსთაველის საზოგადოებას, არც სხვა შემოქმედებით კავშირებს, და მით უმეტეს არც პარტიებს საერთოდ რომ არ ახსოვდათ ეს თარიღი, და კულტურის სამინისტროც იმ წელს მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაკრული სტიკერებით აპირებდა რუსთაველის საიუბილეო 850-ე წლისთავის გადატარებს,
სწორედ მაშინ,
დიახ, 2016 წლის 20 ნოემბერს, სწორედ ჩემი იდეით და ჩემი თანამოაზრეების, უბრალო, რიგითი მოქალაქეების ორგანიზაციით ჩატარდა რუსთაველის 850-ე საიუბილეო წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, და საქართველოს მრავალ ქალაქშიც, და უფრო მეტიც, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც.
დიახ, 20 ნოემბერს ერთდროულად.
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, საჩხერეში, გორში, ბარსელონაში, ვალენსიაში, რომში, მილანში, ათენში, მიუნხენში, იერუსალიმში, ანკარაში, პეტერბურგში.
და იმ დღევანდელი ფაქტის დასტურად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება კიდეც დიდი ბანერი ღონისძიების მონაწილეთა ხელისმოწერებით.
და არის ვიდეოჩანაწერებიც ინტერნეტში.
და თავმდაბლობის დედაც,
დიახ, ვამაყობ, რომ სწორედ ჩემი ინიციატივით აღინიშნა ის მოვლენა, რისი მონაწილეც 50 წელიწადში ერთხელ შეიძლება გახდეს ადამიანი.
50 წელიწადში ერთხელ, დიახ!
და რომ ამ ღონისძიებამდეც, და მის მერეც, წერილებით, სტატიებით, წიგნებით, და სპექტაკლებით ვაკეთებდი იგივეს, – დიახ, ვსაუბრობდი რუსთაველზე,
და რომ ვიცავდი მისი სახელობის თეატრსაც, დიახ, თეატრსაც,
და ვერც ვერავინ მასწავლის, როგორ, სად, რა ვთქვა, და როგორ, და ვისგან უნდა დავიცვა რუსთაველი.
და აგერ ამის დასტურადაც სხვა ლინკებიც,
და მათ შორის დეტალური რეცენზიაცაა იმ საცოდაობაზე, სპექტაკლს რომ ეძახის ბევრი.
გაეცანით ამასაც,
ნახეთ ესეც, თუ როგორ ემზადებოდნენ რუსთაველის საგინებლად.
და ნახეთ ესეც, თუ ვინ როგორ ტყუის, და რატომ
ნახეთ აი, ესეც , და მიხვდებით, თუ რატომ არის ლევან ბერძენიშვილიც, და სტურუაც ერთნაირი სისტემური ნაგავი,
წაიკითხეთ, და ყველაფერი გასაგები გახდება,
თუ რატომ და ვისგან, რა შეგნების ხალხისგან არის დასაცავი რუსთაველიც, თეატრიც, და მთელი ქვეყანაც.
დიახ, ვიცავდი, და დავიცავ მუდამ,
რადგან “ვეფხისტყაოსანიც ” და ეს ქვეყანაც, ” ჩემი არის, არვის მივცე ჩემგან კიდე”!
.
21. 04. 2026
.