
ფილარმონიიდან რომ გამოვედით, ცოტნემ გადახედა სასტავებს და აქედან ნახევარი მაინც ნაგინები მყავს, და როგორ წარმოვიდგენდი, ამათთან ერთად რამეს თუ გავაკეთებდიო, – მითხრა.
ხო, პათეტიკის დედაც, მაგრამ არის თემები, რომელიც აიძულებს ათასი ჭკუის, გაგების, და პოლიტმიმართულების მქონე ხალხს ერთად აკეთოს საქმე.
2017 წლის 15 მაისის პროტესტი ფილარმონიაში ამის კარგი მაგალითი იყო.
ზუსტად შემიძლია ვთქვა,- ამ პროტესტს არ ყავდა მაორგანიზებელი ერთი ძალა, და არც გვქონია ერთმანეთში წინდაწინ მოლაპარაკება რა და როგორ გაგვეკეთებინა.
მე და ცოტნე რომ მივედით, შენობასთან უნივერსიტეტის სტუდენტები დაგვხვდნენ, სხვადასხვა ჯგუფებებიდანაც ხალხი და მხოლოდ დაწყებამდე რაღაც ათი წუთით ადრე შევუთანხმდი დანარჩენებს, რომ დარბაზში დადგმულ მიკროფონებთან გადავნაწილებულიყავით, რათა ჩვენ გვქონოდა საუბრის შესაძლებლობა და არა კობახიძეს, თალაკვაძეს, და ბოკერიას, ერთად რომ ისხდნენ სცენაზე.
მათი პარტაქტივით კიდე გადატენილი იყო ფილარმონია.
მე და ცოტნე მარცხენა ფლანგზე ვიდექით.
ეს პლაკატი სწორედ ჩვენ გვიჭირავს.
სტუდენტები დარბაზის შუაში და ოდნავ მაღლა განლაგდნენ,
ჩვენგან მარჯვნივ მიკროფონებთან კიდევ სხვები.
ქალაქებში კონსტიტუციის განხილვების,- უფრო სწორედ გასტროლების მერე, – კობახიძეს და მის კამანდას უკვე თბილისში მოუნდათ ფინალი.
და ის იყო ყელი ჩაიწმინდეს, სიტყვა რომ ეთქვათ და დავაყარეთ ხმაურით, და სტვენით.
ხმის ამოღების საშუალება არ მივეცით.
სულ კომუნისტები გვეძახა კობახიძემ, და სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ეგრევე გაიძურწნენ სცენიდან.
2017 წლის 15 მაისი შეიძლება ჩაითვალოს პირველ მაგარ გალაწუნებად სისტემისთვის.
არც ელოდნენ ხალხისგან ასეთ რეაქციას.
პროტესტი იმ დღის მერეც გავაგრძელეთ ტელევიზიასთან, სხვა ლოკაციებთან, და საბოლოოდ, ზუსტად ერთ თვეში კობახიძემ თავისი გადაფურთხებული ალოკა, და კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია.
პროტესტმა შედეგი გამოიღო სწორედ იმიტომ, რომ სულ სხვადასხვა პოლიტგაგების ხალხი ერთი იდეის გარშემო ვიდექით.
იდეამ მოგვცა თვითორგანიზაციის შესაძლებლობაც, რომლის გარეშე საზოგადოება საზოგადოება არაა.
მიწის გაყიდვა უცხოელებზე კონსტიტუციით აიკრძალა, და ის სხვა თემაა, სისტემა დღეს მაინც რომ ახერხებს ორგანულ კანონში არსებული ხარვეზების მეშვეობით მიწის უცხოელებზე გაყიდვას.
რასაც ვერ ყიდიან, იჯარით და ხანგრძლივი ვადით რომ გადადის უცხოელების ხელში, ეს პრობლემა კვლავ მისახედია.
მაგრამ სწორედ მიტომ ვიხსენებ 9 წლის წინანდელ ამბებს, რომ რაც მაშინ გაკეთდა, იგივე რომ გაკეთდეს დღესაც.
და არა მხოლოდ მიწის თემასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
გამარჯვების ფორმულა სხვადასხვა გაგების ხალხის ერთი იდეის გვერდით დგომაა.
ისიც მახსოვს, კიდე, გარეთ რომ გამოვედით ხალხი იშლებოდა, და კარგა ხანს დამჭირდა ყვირილი , მეთქი, არ დაიშალოთ, რაღაც დავგეგმოთ, რომ ეს მუხტი, რაც დღესაა, არ დაიკარგოს მეთქი.
მერე ცოტა ხანში მიკროფონიც გაჩნდა, სახელდახელო მიტინგიც დაიწყო და ცოტნეს ვეუბნები, თუ ძმა ხარ, როგორც ზემოთ, ახლაც დაივიწყე, თუ ვინმესთან რამე შპილკაობა გქონდა, და რაღაც თქვი მეთქი.
სწორედ გარეთ აქციაზე დაიგეგმა პროტესტის გაგრძელება.
ანუ, იმის თქმაც მინდა,- პროტესტის მრავალჯერადობაც გამარჯვების ფორმულაში რომ შედის.
მერე უნივერსიტეტისკენ რომ მივდიოდით, დღეს რაც მოხდა, ამაზე კარგად ბაბუაჩემს დაბადების დღეს ვერ მივულოცავდიო, – ცოტნემ.
ხო, დიდი კონსტანტინეს დაბადების დღეც იყო 15 მაისი.
და დიდი ერთობის დღეც.
ახლაც ომში ხარ Tsotne Gamsakhurdia
და შენზე უკეთ კიდევ, არავინ იცის, რომ მხოლოდ უსამართლობის და ბედის წინააღმდეგ ჯიუტად მეომართან რომ მარცხდება უსამართლობაც, და ბედისწერაც,
გამარჯვებით მენახე მუდამ !
.