You are currently viewing ჩაკეტე საზღვარი

ჩაკეტე საზღვარი

ერთ საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი ,

და სანამ მასზე ვისაუბრებდე ვიტყვი, რომ საქართველოს 144 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი.

ანუ, 144 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია თავისუფალი შემოსვლა ამ ქვეყანაში.

ჩათვალეთ რომ საზღვარი საერთოდ მოფრიალებულია.

შემოსვლა და გასვლა ჯანდაბას, არ არსებობს სტატისტიკა , თუ რამდენი რჩება აქ.

იმაზე ხომ საერთოდ არ არის საუბარი, რომ კაცმა არ იცის რას აკეთებენ აქ დარჩენილი უცხოელები.

მაგრამ, ერთ საინტერესო ინფორმაციას გადავეყარე მეთქი, ვთქვი.

აღმოჩნდა , რომ მხოლოდ 2013 წლის განმავლობაში ფულადმა გადარიცხვებმა საქართველოდან, დიახ, საქართველოდან 140 მილიონ დოლარს მიაღწია.

მაგალითად, ნიგერიაში – 4 მილიონ 850 ათასი დოლარი გაუგზავნიათ.

არაბთა გაერთიანებულ ემირატებში – 816 ათასი დოლარი. ეგვიპტეში – 355 ათასი, განაში – 281 ათასი, კამერუნში – 175 ათასი. კოტდივუარში 169 ათასი დოლარი.

ჩინეთში -1 მილიონ დოლარი , ინდოეთში კი – 357 ათასი.

დანარჩენი იმ 140 მილიონიდან მეტი წილი თანხა რუსეთში, თურქეთში და უკრაინაში გაედინება საქართველოდან.

გასაგებია ხო, რატომაც, – რუსებს აქ თითქმის მთელი ეკონომიკა აქვთ ხელში ჩაგდებული, მთელი ენერგორესურსი მაგათ ხელშია, წყალმომარაგება მაგათ ხელშია, ფოთის პორტშიც წილები აქვთ, ფირმები, კომპანიები ,საქონელბრუნვა, ასევე თურქებს და უკრაინელებსაც სერიოზული ბიზნესი აქვთ აქ,

მაგრამ აფრიკა -აზიის სახელმწიფოებიდან ჩამოსულები რა ბიზნესით არიან ასეთით დაკავებული?

და ნიგერიაში რომ 5 მილიონამდე დოლარი გააგზავნეს, ნავთობმა ამოხეთქა აქ სადმე ვარკეთილის რომელიმე კორპუსის რომელიმე სართულზე მოსახლე რომელიმე ნიგერიელის ბინაში და ვერ გავიგეთ?

ნუ, კარგი, ჩინელის შრომისმოყვარეობის ამბები ვიცით, მაღაზიათა ქსელები, ხე-ტყის სახერხები, გზები, გვირაბების მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, სასტუმროები, ბორდელებიც და მაინც მილიონზე მეტი დოლარი არ გაუგზავნიათ იმ წელს ჩინეთში.

არაბებს დავუშვათ კაფე -ბარები აქვთ, ბორდელებიც . ინდოელები კინოს იღებენ, სამასაჟოებიც აქვთ, ბორდელებიც.

ეგვიპტელები დავუშვათ პირამიდებს გვიშენებენ, ბორდელებსაც,

ბორდელებს რატომ ვახსენებ და ლამაზია გურჯიხანუმი..

მაგრამ ეს ნიგერიელები?

და არ მითხრათ ახლა, ნარკოტიკებით ვაჭრობენო, ვერ დავიჯერებ.

ასეთები ამერიკაში მოიკითხეთ.

ჩვენთან მხოლოდ სწავლამოწყურებული ნიგერიელები ჩამოდიან.

ხო, ჩემო ბატონო, 140 მილიონი დოლარი გასულა საქართველოდან 2013 წელს,

და ახლა გამახსენეთ რომელი წელია?

ესე იგი კეთდება ხო აქ ფული?

ესე იგი შეიძლება ხო აქ დასაქმება, მაგრამ არა ქართველისთვის.

და რომ გქონდეს ახლა რეფერენდუმი, ანდა, იმ დედაოხერი პარლამენტარის გამოწვევის უფლება, ვინც ისეთ კანონებს გიწერს, რო ქვეყანა შემოუღობავ ბოსტანად აქცია, ხომ გეშველებოდა შენც და ტრიფონიასაც?

აქ გეშველებოდა აქ, და არა ემიგრაციაში,

რომ გქონდეს ასეთი მექანიზმები, უცხოელს თუ არ უკეტავ საზღვარს, ქართველს მაინც ჩაუკეტავდი, საკუთარ თავს, ჩაუკეტავდი, ხო, რომ ვერ გაიქცე აქედან, და მერე მშიერი და გაბრაზებული მოუბრუნდე იმას, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო და დაამხო თავზე ყველაფერი.

არ ხარ არც ამის გამკეთებელი და მაშინ შენ რომ გადიხარ, და შენს მაგივრად აქ რომ შემოდიან და ამოდენა ფულს შოულობენ, იმათ საზღვარზე რაღაც კაპიკები მაინც არ უნდა გადაახდევინო?

არა?

აბა, კიდევ 300000 რუსი რომ ჩამოგისახლეს აქ, და ახლა კიდევ ჩინელი რომ შემოგესევათ, და რამდენს გააგზავნიან აქედან იქეთ, ის ცალკე დაითვალეთ,

ან ამისთვის სადა გვცალია, ხო?

როგორც ყოველთვის იმ მჩხავანა კატებს ვუსმენთ, მეცხვარე ჭერზე რომ გვიკიდებს აგერ უკვე 30 წელია.

.

გაზეთი ” საადგილმამულო ” #7

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა