You are currently viewing რა არის “ეროვნული პროექტი”

რა არის “ეროვნული პროექტი”

რა არის “ეროვნული პროექტი”?
დავივიწყოთ ყველა სხვა განსაზღვრება, რაც ამ ცნებასთან დაკავშირებით გაგვიგია.
რადგან, რაც არ უნდა გიგანტური მასშტაბის იყოს პროექტი, რაც არ უნდა ეკონომიკური მდგენელი არ უნდა ქონდეს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული მნიშვნელობის პროექტად, თუკი მასში არ არის ჩართული ფართო საზოგადოება, და შესაბამისად, ეს ჩართულობა ადამიანებს არ ეხმარება თვითორგანიზაციის უნარის გამომუშავებაში.
დავიმახსოვროთ ეს ახალი ფორმულა.
ანუ, ეროვნული პროექტი არის მხოლოდ ის პროექტი, რომელსაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, შეუძლია პროექტში ჩართულ საზოგადოებას გამოუმუშაოს თვითორგანიზაციის უნარი.
უფრო გასაგებად რომ ვთქვა, – არ შეიძლება პროექტი ჩაითვალოს ეროვნულად მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფომ სადღაც უზარმაზარი სტადიონი ააშენა, ანდა თუნდაც ნავთობმაგისტრალი გაიყვანა, ან ახალი პორტის მშენებლობა დაიწყო.
ასეთი პროექტები პირადად ობივატელს ეკონომიკურადაც კი ვერ აძლევს პროპორციულ სარგებელს.
რადგან ასეთი პროექტებიდან შემოსავალი, როგორც წესი, ძირითადად ხმარდება სახელისუფლებო სტრუქტურებს, პარლამენტარების და მინისტრების ხელფასებს, ძალოვანებს, ან გრანტებს და სესხებს, რომელსაც კერძო მსხვილბიზნესს და ბანკებს აძლევენ,
და შესაბამისად, ნაკლებად აისახება პენსიაზე, და სოციალურ დახმარებაზე.
და მით უმეტეს, ასეთი პროექტი, ობივატელს, არც თვითორგანიზაციის უნარის შეძენაში, და არც თვითშეგნების ზრდაში არ ეხმარება, რადგან არ იღებს არანაირ მონაწილეობას პროექტის განცხორციელებაში.
მუშახელადაც კი,- რადგან სახელმწიფო პროექტებში მუშებადაც კი უცხოელები არიან დასაქმებული.
შესაბამისაც ობივატელი არ ჩათვლის, რომ ჩინეთის ან ამერიკის თანამონაწილეობით აგებული ანაკლიის პორტი მისი იქნება, რომ ბაქო-ჯეიხანის ნავთობმაგისტრალიც მას ემსახურება, და სამართლიანადაც არ თვლის.
ეროვნული პროექტის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ ავსტრალიაში, სიდნეის თეატრის მშენებლობა,
ავსტრალიის მთელი მოსახლეობა რომ მონაწილეობდა ამ თეატრის აშენებაში, ფიზიკურადაც და მატერიალურადაც.
ეროვნული პროექტი იყო 1909 წელს ებრაელებისგან უდაბნოში მიწების შესყიდვა, და იქ პირველი ქალაქის მშენებლობის დაწყება.
მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიიღო ებრაელობამ ამ საქმეში მონაწილეობა.
დიახ, აქაც ეროვნული პროექტის ორივე მახასიათებელს ქონდა ადგილი. – იდეურს და საზოგადოების ჩართულობას.
საქართველოში პირველი ეროვნული პროექტები იყო დიმიტრი ყიფიანის მიერ შექმნილი “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, და “სათავადაზნაურო ბანკი”, რომელსაც შემდეგ ილია ჩაუდგა სათავეში, და უფრო მაღალ, იდეურ და ეროვნულ დონეზე აიყვანა.
ეროვნული პროექტი იყო გაზეთი “ივერიაც”.
და ეროვნული პროექტი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართული თეატრისთვის შენობის მოძიების კამპანიაც, რომელშიც თითქმის მთელი საქართველო ჩაერთო.
ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა ქაშვეთის ეკლესიის აღდგენასაც, რუსული სამხედრო ბატონობის სიმბოლო-“სობორის ტაძრის” საპირწონედ რომ დაიწყო მაშინდელმა ქართულმა საზოგადოებამ.
ანუ, იყო იდეა, და იყო მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობა.
და თუ გამოვალთ ” ეროვნული პროექტის” ამ განსაზღვრებიდან, ეროვნული პროექტად შეიძლება ჩაითვალოს 21-ე საუკუნის 20 -იანი წლებში წამოწყებული პროექტებიც,
საადგილმამულო გაზეთიც, და მარტყოფის და ბაშისველებზე დაწყებული დასახლების პროექტებიც.
და რომ იყოს გასაგები, თუ რატომ ვთვლი ასე, ჯერ ის ვთქვათ, თუ “რა არის ილია”.
150 წელი კითხულობდნენ, სწავლობდნენ, აკეთებდნენ მოხსენებებს, იცავდნენ დისერტაციებს, იღებდნენ ფილმებს, დგამდნენ სპექტაკლებს, და საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ვერ გაუგია რა არის ილიას გზა, და რა არის ილია.
ვინ არის ილია, კი არა, – “რა არის ილია”.
——
რა არის ილია?
ეროვნული პროექტების მეშვეობით პასუხისმგებლობის და თვითორგანიზაციის უნარის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნა, სახელმწიფოს მართველობაში მოსახლეობის პირდაპირი მონაწილეობა და სისტემური ცვლილებების დაწყება.
და ეს ყველაფერი იმისთვის, დაცული რომ იყოს, და მუდმივად რომ არსებობდეს მოცემულობა – მამული, ენა , სარწმუნოება!
———-
აი, ეს არის ილიას სწავლების ანი და ბანი
აი, ეს არის ილია!
და დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები ილიას გზის სწორედ ამ ფორმულირებით ისარგებლებენ, რომელიც მას გაზეთმა „საადგილმამულომ“ მისცა.
დიახ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ილიათმცოდნეობის ისტორიაში „საადგილმამულომ“ ყველაზე პირველად, ყველაზე სრულყოფილად და ზედმიწევნით ზუსტად განმარტა ილიას სწავლების არსი, და მეტიც, განავითარა, და ილიას სწავლება მისი პრაქტიკულად განხორციელების საშუალებებით შეავსო.
“საადგილმამულომ“ გაათანამედროვა ილიას გზა,
21- ე საუკუნეში გადმოიტანა, და ილიას გზას დაუმატა ხელისუფლებებზე ზემოქმედების მექანიზმების -სრულუფლებიანი რეფერენდუმის და დეპუტატის გამოწვევის წესის დამკვიდრებისთვის , და დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნისკენ მიმართულ და პოლიტგანათლების გავრცელებისთვის აუცილებელ საქმიანობები,
და კიდევ ერთი, და ძალიან მნიშვნელოვანი,
ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, ერის საკაცობრიო ფუნქციის გამოკვეთისკენ მიმართულ ღონისძიებები –
ქართველმა ერმა უნდა აიღოს თავისთავზე მსოფლიო მცირე ერების გამაერთიანებელის ფუნქცია.
არა მხოლოდ კავკასიური ერების, არამედ მსოფლიო მცირე ერების გამაერთიანებელის ფუნქცია.
ასეთი ფუნქცია აუცილებელია,
უფუნქციოდ დარჩენილი ერი განწირულია გასაქრობად, კაცობრიობას უნდა ჭირდებოდეს ერი, სამყარომ მას არსებობა რომ გაუხანგრძლივოს.
დიახ,
აი, ეს შინაარსი და ეს იდეური მიმართულება, რომ ქონდა, და ამ გაზეთის გამოცემაში და მის გავრცელებაში საზოგადოების დიდი ნაწილი რომ იყო ჩართული საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც,
აი, ამიტომ იყო “საადგილმამულო გაზეთი” ეროვნული პროექტი.
ეროვნული პროექტი იყო მარტყოფისველზე, და ბაშისველზე სოფლის ტიპის დასახლების წამოწყებაც,
აქაც იყო იდეა, და საზოგადოების დიდი ჩართულობაც.
და აქ კიდევ ერთი მახასიათებელი იყო, – პროექტში მონაწილეთა მატერიალური ინტერესი.
აი, ეს მესამე მახასიათებელი- მატერიალური დაინტერესება- უფრო მეტ გარანტიებს იძლევა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
მაგრამ 21-ე საუკუნეში ესეც არ კმარა, და პერსპექტიულ ეროვნულ პროექტად, რომელიც გარანტირებულად დამთავრდება წარმატებით, მხოლოდ ის პროექტი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც სამ ვეშაპზე კი არა, არამედ ოთხ ვეშაპზე დგას.
ეს ოთხეულია:
1-იდეა,
2- საზოგადოების ჩართულობა,
3- მატერიალური დაინტერესება.
4-საკუთრება.
დიახ, პროექტის მონაწილეები პროექტის მესაკუთრეებიც უნდა იყვნენ, და ყველა პროცესის წარმართველები.
მხოლოდ საკუთრების განცდა აიძულებს ობივატელთა უმრავლესობას გახდეს იდეურიც, და პასუხისმგებელიც, თვითორგანიზებულიც, და საკუთარი ინტერესების, და უფლებების დამცველიც.
და როგორ მივიდეთ აქამდე?
ვისაუბრებთ ამის შესახებაც, და დავიწყებთ კიდეც ასეთ პროექტს.
როდის?
მალე, სულ, მალე!
.
გუჯა ბიძია.
15.09.2026.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა